იური მალაშხია
იური მალაშხია (დ. 31 დეკემბერი, 1928, სოფელი ნაკიფუ — გ. 22 ოქტომბერი, 2000, თბილისი) — ქართველი ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი და კლინიკური ნეიროიმულოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატი[1].
იური მალაშხია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 31 დეკემბერი, 1928 |
გარდ. თარიღი | 22 ოქტომბერი, 2000 (71 წლის) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიური ამბერკის ძე მალაშხია დაიბადა 1928 წლის 31 დეკემბერს. 1951 წელს დაამთავრა თსსი საკმკურნალო ფაკულტეტი. 1951-1953 წლებში იყო გაგრის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, 1954-1957 წლებში — საბჭოთა არმიის საჰაერო ძალების, ავიაპოლკის ლაზარეთის ექიმი, 1958-1962 წლებში — თბილისის I საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ორდინატორ-ნევროლოგი, 1986 წლიდან კათედრის პროფესორი და კლინიკური ნეიროიმუნოლოგიის განყოფილების უფროსია. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „დიენცეფალურ-ვეგეტატიურ მოშლილობათა კლინიკის და მკურნალობის საკითხისათვის ქრონიკული ტონზილიტების დროს“ (1963); მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „T და B ლიმფოციტების დახასიათება ზურგის ტვინის სითხეში და პერიფერიულ სისხლში ნორმაში და ნერვული სისტემის დაავადების დროს“ რამაც საფუძველი დაუდო ნეიროიმუნოლოგიის განვითარებას (1978). ავტორია 150 სამეცნიერი ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნევროლოგიისა და ნეირო-იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ეკუთვნის ორი გამოგონება:ერთი მეცნიერული აღმოჩენა: „თავ-ზურგ-ტვინის სითხის თვისება განახორციელოს იმუნოლოგიური ზედამხედველობა ტვინის სუბარაქნოიდალურ სივრცეში“. თანაავტორია „კლინიკური ნევროლოგიის განმარტებითი ლექსიკონისა“, 1969; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები რუსულ ენაზე: „ტვინის იმუნური ბარიერი“ მოსკოვი, 1986; „ადამიანის თავ-ზურგ-ტვინის სითხის იმუნოკომპეტენტური უჯრედები ნორმაში და ნერვული სისტემის დაავადებების დროს“ თბილისი 1990; არის ორი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი და 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. მინიჭებული აქვს გრანტები: 1992 წელს იაპონიაში, „სამეცნიერო ნაშრომისათვის“, აშშ-ში, 1994 წელს და ჯორჯ სოროსის „ტრეველ“ გრანტი, 1995 წელს. 1993 წლიდან ითვლება ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის წევრად, არის ნეირო-იმუნოლოგიის საზოგადოების წევრი. 1976 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (აშშ, ინგლისი, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრალია, კანადა, ჰოლანდია, იტალია და სხვა. ) გამართულ სამეცნიერო კონგრესთა მუშაობაში. 2000 წელს წარდგენილი იყო ნეიროიმუნოლოგიის დარგში ნობელის პრემიაზე.[2][3].
გარდაიცვალა 2000 წლის 22 ოქტომბერს. [4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.nplg.gov.ge/ec/ka/amat/catalog.html?pft=biblio&from=2487&rnum=10&udc=61
- ↑ „მედინფო“ 2000 წლის მეშვიდე გამოცემა გვერდი 9 [MFN: 354055]
- ↑ http://www.nplg.gov.ge/ec/ka/amat/catalog.html?pft=biblio&from=2487&rnum=10&udc=61
- ↑ "ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში" ISBN 99928-52-30-5