იური ვორონოვი (ბიოლოგი)
იური ნიკოლოზის ძე ვორონოვი (რუს. Ю́рий Никола́евич Во́ронов; დ. 1 ივნისი, 1874, თბილისი, — გ. 10 დეკემბერი, 1931, ლენინგრადი) — რუსი ბიოლოგი, ფლორისტი, სისტემატიკოსი. კავკასიის ფლორისა და მცენარეულობის მკვლევარი.
იური ვორონოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 ივნისი, 1874 ან 1874[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 10 დეკემბერი, 1931 ან 1931[1] |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ბოტანიკოსი |
მუშაობის ადგილი | სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი[2] , სანქტ-პეტერბურგის ბოტანიკური ბაღი[2] და რუსეთის მცენარეთა ინსტიტუტი[2] |
ალმა-მატერი | ოდესის უნივერსიტეტი და სატყეო ინსტიტუტი |
დაიბადა ეთნოგრაფ ნიკოლოზ ვორონოვის ოჯახში. ქუთაისის გიმნაზიის (1894) დამთავრების შემდეგ სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, 1896 წლიდან — მოსკოვის უნივერსიტეტსა და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, 1897-1898 წლებში — მონპელიეს (საფრანგეთი) სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში, შემდეგ პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის მსმენელი იყო. 1902 წლიდან დაიწყო კავკასიის ბოტანიკის შესწავლა, რასაც მიუძღვნა თითქმის მთელი თავისი მეცნიერული მოღვაწეობა. 1906 წლიდან მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 1918–1921 წლებში იყო ამ მუზეუმის დირექტორი, 1923–1924 წლებში — თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. 1925 წლიდან ლენინგრადის მემცენარეობის ინსტიტუტში მოღვაწეობდა. 1925–1926 წლებში ხელმძღვანელობდა პირველ საბჭოთა ბოტანიკურ ექსპედიციას ამერიკაში. აღმოაჩინა და აღწერა მცენარეთა მრავალი ახალი სახეობა. მისი შვილიშვილი იყო არქეოლოგი და აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის წევრი იური ვორონოვი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ღვინიანიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 288.
- Воронов, Юрий Николаевич // Русские ботаники. Биографо-библиографический словарь / Сост. С. Ю. Липшиц; отв. ред. акад. В. Н. Сукачёв; Моск. об-во испытателей природы и Ботан. ин-т им. акад. В. Л. Комарова АН СССР. — М.: Изд-во Моск. об-ва испытателей природы, 1947. — Т. II. Быков — Горленко. — С. 178—183.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Czech National Authority Database
- ↑ 2.0 2.1 2.2 Трускинов Э. В. Первая русская ботаническая экспедиция в Латинскую Америку в 1925–1928 гг., The first Russian Botanical Expedition to Latin America (1925–1928) // Историко-биологические исследования — 2020. — Т. 12, вып. 3. — С. 93–99. — ISSN 2076-8176; 2500-1221 — doi:10.24411/2076-8176-2020-13007