იური ვაჩნაძე
იური ანატოლის ძე ვაჩნაძე (დ. 8 მარტი, 1933, თბილისი, — გ. 7 ნოემბერი, 2019) — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი.
დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ვიოლინოს განხრით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1956). 1960–1990 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1994 წლიდან ამერიკული რადიოსადგურის „სვობოდას“ კოლუმნისტი და საკუთარი კორესპონდენტია თბილისში. ეთერში გავიდა მისი 200-ზე მეტი მხატვრული გადაცემა. 2004–2008 წლებში რადიო „თავისუფლების“ ეთერში მიჰყავდა ყოველკვირეული საავტორო გადაცემა „მუსიკა, მუსიკა“, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. გამოცემულია მისი მხატვრული რადიო-გადაცემების კომპაქტ-დისკების ალბომი (2010), ორენოვანი წიგნი „ქართულ-რუსული კონტრაპუნქტი“ (2011), აგრეთვე პოეტური კრებულები „ბედ-იღბლის საზომით“ (2012), „ჩემი ფაეტონი“ (2013) და „საუბრები მუსიკაზე“ (2013).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 209.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ავტორი იური ვაჩნაძე — რადიო „თავისუფლება“.