იუპიტერ LIV, S/2016 J 1ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.

იუპიტერის თანამგზავრი იუპიტერ LIV

აღმოჩენა

რედაქტირება

იგი აღმოაჩინა 2016 წლის 8 მარტს კარნეგის ინსტიტუტის ასტრონომმა სკოტ შეპარდმა. აღმოჩენა გამოცხადდა 2017 წლის 2 ივნისს მცირე პლანეტების ცენტრის მიერ.[1] საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ნომენკლატურის შესაბამისად, თანამგზავრს მიენიჭა დროებითი სახელი S/2016 J 1.

თანამგზავრი იუპიტერის გარშემო სრულ ბრუნს დაახლოებით 604 დღეში ასრულებს. დიდი ნახევარღერძი დაახლოებით 20.6 მილიონი კილომეტრია. ორბიტალური მოძრაობის მიმართულება ეწინააღმდეგება იუპიტერის ბრუნვას მისი ღერძის გარშემო.[1] ეკუთვნის ანანკეს ჯგუფს.

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

ფიზიკური მახასიათებლები ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ მისი სიკაშკაშიდან გამომდინარე, ასტრონომები თვლიან, რომ თანამგზავრის დიამეტრი დაახლოებით 1 კილომეტრია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Williams, Gareth V.. (2017-06-02) MPEC 2017-L08 : S/2016 J 1 en. Minor Planet Center. Международный астрономический союз. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-07. ციტირების თარიღი: 2017-06-03.