იუპიტერ LII
იუპიტერ LII, S/2010 J 2 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.
აღმოჩენა
რედაქტირებაიუპიტერ LII აღმოაჩინა 2010 წლის 8 სექტემბერს კრისტიან ვეილეტიმ 3.6 მეტრიანი კანადა-საფრანგეთი-ჰავაის ტელესკოპის გამოყენებით. აღმოჩენის შესახებ განცხადება გაკეთდა 2011 წლის 1 ივნისს. 2015 წლის მარტში მას მიენიჭა მუდმივი სახელწოდება „იუპიტერ LII“.[1]
ორბიტა
რედაქტირებაიუპიტერ LII იუპიტერის გარშემო ერთ სრულ ბრუნს აკეთებს საშუალოდ 20.307 მილიონი კმ მანძილზე 588.82 დღეში. ორბიტას აქვს ექსცენტრიულობა 0.30761. ორბიტის დახრილობა ლოპლასის სიბრტყეზე შეადგენს 150.36°, ანუ ის რეტროგრადულია. განეკუთვნება ანანკეს ჯგუფს.
ფიზიკური მახასიათებლები
რედაქტირებაიუპიტერ LII-ის დიამეტრი დაახლოებით 1 კმ-ია. თანამგზავრი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან, ამიტომ მისი სიმკვრივე შეიძლება შეფასდეს 2.6 გ/სმ³-ით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- MPEC 2011-L06 : S/2010 J 1 AND S/2010 J 2 (2011-06-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-14. ციტირების თარიღი: 2011-06-17.
- New Satellites of Jupiter: S/2010 J 1 and S/2010 J 2. Central Bureau Electronic Telegrams (2011-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-14. ციტირების თარიღი: 2011-06-17.
სქოლიო
რედაქტირება