იუნგფრაუიოხის უღელტეხილი

იუნგფრაუიოხის უღელტეხილი (გერმ. Jungfraujoch) — უღელტეხილი ბერნის ალპებში. სიმაღლე 3471 მ. აკავშირებს იუნგფრაუსა და მენხის მწვერვალებს. უნაგირა დაფარულია ფირნითა და ყინულით. უღელტეხილიდან იშლება ხედი ალპების ყველაზე გრძელ მყინვარზე — ალეჩზე. 600 მ-ის მოშორებით აღმართულია ეგრეთ წოდებული „სფინქსი“ — კლდოვანი პიკი, რომლის სიმაღლეა 3571 მ. მასზე გაშენებულია მეტეოსადგური. იუნგფრაუიოხის უღელტეხილის გავლით გაჭრილია იუნგფრაუს სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეა 9 კმ.

იუნგფრაუიოხის უღელტეხილი
იუნგფრაუიოხის უღელტეხილი
იუნგფრაუიოხის უღელტეხილი
კოორდინატები: 46°32′55″ ჩ. გ. 7°58′59″ ა. გ. / 46.54861° ჩ. გ. 7.98306° ა. გ. / 46.54861; 7.98306
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 3471 
ქედი ბერნის ალპები
იუნგფრაუიოხის უღელტეხილი — შვეიცარია
იუნგფრაუიოხის უღელტეხილი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება