იულია უმცროსი (იულიუს კეისრის და)

იულია, აგრეთვე იულია უმცროსი (ლათ. Iulia Minor; დ. ძვ. წ. 101 — გ. ძვ. წ. 51) — გაიუს იულიუს კეისრის ქალიშვილი, იულიუს კეისრის და და ავგუსტუსის ბებია დედის მხრიდან.

იულია და მისი და-ძმები რომში დაიბადნენ და აღიზარდნენ. რადგანაც რომაელები ქალიშვილებს, ჩვეულებრივ, პრანომენს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევდნენ, თუ მათ რამდენიმე უფროსი და ჰყავდათ, უფროსი და მოიხსენიებოდა სახელით „იულია უფროსი“, უმცროსი კი — „იულია უმცროსი“, როდესაც მათი ერთმანეთისაგან გარჩევა იყო საჭირო.[კომ. 1]

უცნობია კეისრის უფროსი და იყო თუ უმცროსი, რომელმაც პუბლიუს კლოდიუს პულქერის წინააღმდეგ მტკიცებულება წარადგინა, როდესაც ძვ. წ. 61 წელს ეს უკანასკნელი რწმენის არქონის გამო გადააყენეს. იულიამ და დედამისმა სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ანგრიში მის პომპეასთან, კეისრის ცოლთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. სკანდალის გამო, კეისარი პომპეას გაშორდა.[1]

ქორწინება და შთამომავლობა

რედაქტირება

იულია დაქორწინებული იყო მარკუს ატიუს ბალბუსზე, პრეტორსა და კომისიის წევრზე, რომელიც პლებეური სტატუსის მქონე სენატორული ოჯახიდან იყო. იულიამ მას სამი (ან სხვა წყაროების მიხედვით, ორი) ქალიშვილი გაუჩინა. მათგან მეორე, ატია ბალბა ცეზონია ოქტავია უმცროსისა (ტრიუმვირ მარკუს ანტონიუსის მეოთხე ცოლი) და პირველი იმპერატორის, ავგუსტუსის დედა იყო. მისი და, ატია ბალბა პრიმა (ან ატია ბალბა ცერცია) ლუციუს მარციუს ფილიპუსის ცოლი იყო.

კიდევ ერთი ატია, რომელიც იულიას ან მისი ქმრის ქალიშვილი უნდა ყოფილიყო სხვა ქალისგან, დაქორწინებული იყო გაიუს იუნიუს სილანუსზე. მათი ვაჟი, რომელსაც ასევე გაიუს იუნიუს სილანუსი ერქვა, ახ. წ. 10 წელს კონსული გახდა. თუმცა, შესაძლებელია, ატია „აპიას“ შეცვლილი ფორმა ყოფილიყო. ახ. წ. 10 წლის კონსულის ვაჟები იყვნენ აპიუს იუნიუს სილანუსი (კონსული 28 წელს, დეციმუს იუნიუს სილანუსი, რომელიც იულია უფროსის შერცხვენასთან იყო დაკავშირებული და მარკუს იუნიუს სილანუსი, კონსულ-სუფექტი 15 წელს.[2]

გარდაცვალება

რედაქტირება

მისი ქმარი, ბალბუსი ძვ. წ. 52 წელს გარდაიცვალა, იულია კი მომდევნო წელს, როდესაც მისი შვილიშვილი ოქტავიანე, მომავალი იმპერატორი ავგუსტუსი, თორმეტი წლის იყო. ამ უკანასკნელმა ბებიას სამგლოვიარო სიტყვა მიუძღვნა მის დაკრძალვაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. აღსანიშნავია, რომ ამ სახელებს იულიუსების გვარის სხვა წარმომადგენლებიც ატარებდნენ: ავგუსტუსის ქალიშვილი იულია უფროსი და შვილიშვილი იულია უმცროსი.
  1. სვეტონიუსი ღვთაებრივი იულიუსი 74; Schol. Bob. in Clod. გვ. 337, Orelli.
  2. Syme, Ronald (1989) The Augustan Aristocracy. Oxford: Oxford Clarendon Press, გვ. 194. ISBN 978-0-19-814731-2. „A third Atia can now be conjured up.“  (Limited Previes: "Atia, wife of Marcius Philippus (suff. 38 BC)" and "A daughter (Atia) would supply a wife for C. Silanus" of this page in Google Books)