იულიან ლენსკი
იულიან ლენსკი (დ. 8 იანვარი, 1889 — გ. 21 სექტემბერი, 1937) — პოლონელი პოლიტიკოსი, კომუნისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1905 წლიდან იყო პოლონეთის სამეფოს და ლიტვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1910 წელს აირჩიეს სოციალისტური ახალგაზრდობის კავშირის თავმჯდომარედ. იყო რსდმპ VI (ბოლშევიკთა) ყრილობის მონაწილე. 1917 წელს იყო სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის კომისარი, 1919 წლის ივნისიდან ნოემბრამდე იყო პოლონეთის საქმეთა კომისარი, 1919 წელს იყო ლიტვა-ბელორუსის საბჭოთა რესპუბლიკის განათლების კომისარი. იყო პოლონეთის კომუნისტური პარტიის II, IV da VI ყრილობების დელეგატი. 19124 წელს მუშაობდა საფრანგეთის კომპარტიაში, იყო „იუმანიტეს“ რედაქტორი. 1924 წლიდან იყო პოლონეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი, ხოლო 1929 წლიდან გენერალური მდივანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 188-189.