იულემისტე
ტბა ესტონეთში
იულემისტე (ესტ. Ülemiste järv) — ტბა ტალინის შემოგარენში. XIV საუკუნიდან წარმოადგენს ქალაქის სასმელი წყლის მთავარ წყაროს. 2005 წლის მონაცემებით წყლის საშუალო მოხმარება 60 829 მ³-ს შეადგენდა.
იულემისტე | |
---|---|
Ülemiste järv | |
კოორდინატები: 59°24′ ჩ. გ. 24°46′ ა. გ. / 59.400° ჩ. გ. 24.767° ა. გ. | |
მდებარეობა | ესტონეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 35.7 მ |
ფართობი | 9.6 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 15.2 კმ |
საშუალო სიღრმე | 2.5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 4.2 მ |
აუზის ფართობი | 99 კმ² |
გამომდინარე მდინარე | ჰარიაპეა |
ტბის სიახლოვეს მდებარეობს ტალინის აეროპორტი და სავაჭრო ცენტრი Ülemiste.