იუკიო ჰიმიიამა
იაპონელი გეოგრაფი
იუკიო ჰიმიიამა (იაპონ. 氷見山幸夫; დ. 20 ივნისი, 1949, კაშივაძაკი, ნიიგატის პრეფექტურა, იაპონია) — იაპონელი გეოგრაფი. ჰოკაიდოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (2001-2005). ჰოკაიდოს პედაგოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. 1980 წელს ლონდონის კინგზ-კოლეჯში მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი გეოგრაფიის დარგში. მოღვაწეობა დაიწყო ჰოკაიდოს პედაგოგიურ უნივერსიტეტში 1980 წელს და 1989 წლიდან იმავე უნივერსიტეტში არის გეოგრაფიის პროფესორი. არის 170-ზე მეტი სტატიის და წიგნის ავტორი ან რედაქტორი. მუშაობს მიწათსარგებლობის, სოფლის მეურნეობის გეოგრაფიის, გეოგრაფიული განათლების, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის საკითხებზე. 2016 წლიდან იუკიო ჰიმიიამა არის საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი.
იუკიო ჰიმიიამა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 ივნისი, 1949 (75 წლის) |
დაბ. ადგილი | კაშივაძაკი |
მოქალაქეობა | იაპონია |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ჰოკაიდოს საგანმანათლებლო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ტოჰოკუს უნივერსიტეტი |