იუზა შალვას ძე ვერულავა (დ. 1 ივნისი, 1944, თბილისი, — გ. 1 იანვარი, 2009, იქვე) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი მართვის სისტემების დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998). საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი (2005) და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2002).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1966). 1967 წლიდან მუშაობდა თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1975-1985 წლებში — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონული გამომთვლელი მანქანების კათედრაზე; 1985 წელს ვერულავამ ჩამოაყალიბა არქიტექტურასა და მშენებლობაში ავტომატიზებული პროექტირების სისტემების კათედრა, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე.

ვერულავას სამეცნიერო კვლევის მიმართულებაა განაწილებულ-პარამეტრებიანი ობიექტების ოპტიმალური მართვის საკითხები, რთული ტექნიკური ობიექტების იდენტიფიკაციის თეორია, სტოქასტიკური სისტემების მათემატიკური მოდელირება. მან დაამუშავა შენობათა სეისმომედეგობის გაანგარიშების ახალი პრინციპი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • დიდმასშტაბიანი სისტემების კვლევის მაგნიტური მოდელები, თბ., 2002 (თანაავტ.).

ლიტერატურა

რედაქტირება