იუველირების კლანი

„იუველირების კლანი“ (უკრ. Клан ювелipiв) — 2015 წლის უკრაინული ტელესერიალი, რომლის რეჟისორია დიმიტრი გოლდმანი.

იუველირების კლანი

ფილმის პოსტერი
ჟანრი მელოდრამა
სცენარი ტატიანა გნედაში
რეჟისორი დიმიტრი გოლდმანი
მონაწილეობენ ნატალია დენისენკო
ანდრეი ფედინჩიკი
კონსტანტინე დანილიუკი
კომპოზიტორ(ებ)ი ნიკიტა იანოშჩუკი
ქვეყანა უკრაინა
ენა უკრაინული, რუსული
სეზონი 5
სერია 95
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი საშა ტკაჩენკო
ადგილ(ებ)ი კიევი, ლვოვი
ოპერატორი სერგეი ნიკიფოროვი
ეთერი
ორიგინალური არხი ტელეარხი „უკრაინა“

ისტორია იწყება 1983 წლიდან, როცა ორი ახალგაზრდა მეგობარი, ქუთაისელი გიორგი მეტრეველი და პოლტაველი ბორის კრავეცი სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, ლვოვში მიდიან საიუველირო ხელოვნების შესასწავლად. მათი მეგობრობა დაპირისპირებაში გადაიზრდება, როდესაც ორივეს ერთი გოგონა შეუყვარდება. დაპირისპირება 20 წელიწადზე მეტი გრძელდება და განსაკუთრებით გამძაფრებულია იმ პერიოდში, როცა მათ შვილებს ერთმანეთი შეუყვარდებათ.

წარმოება

რედაქტირება

სცენარის ავტორია ტატიანა გნედაში. სცენარით განსაზღვრული იყო 95 სერია, რომელიც 5 ნაწილადაა დაყოფილი.[1] გადაღებები მიმდინარეობდა კიევში და კიევის ოლქში (სოფ. გორბოვიჩი). ლვივი ფილმში წარმოდგენილია ქუჩებისა და პანორამების სახით.

„იუველირების კლანის“ კადრებში მოხვდა ძალიან ძვირფასი, ექსკლუზიური სამკაულები. სულ მსახიობებს გადაღებების დროს ეკეთათ 800 ათასი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა. სამკაულები გადასაღებ მოედანზე შავი ყუთით და დაცვის თანხლებით მიჰქონდათ. ნაკეთობები დამზადებული იყო ოქროსგან, იშვიათი ქვებითა და ბრილიანტებით მოჭედილი.

რეიტინგი

რედაქტირება

ინდუსტრიული სატელევიზიო კომიტეტის მონაცემებით, სერიალმა „იუველირების კლანი“ პირველ კვირაში მოიპოვა რეიტინგი 2,97%. სერიალებს შორის კი ორი კვირა მეექვსე ადგილი ეჭირა.[2]

შეფასება

რედაქტირება

უკრაინელი ჟურნალისტისა და მწერლის, ანდრეი კოკოტიუხის აზრით, „იუველირების კლანი“ აქტუალური უკრაინული სერიალია. აქტუალობაში ის მოიაზრებს ახალ მეთოდებს განვითარებაში, ორიგინალურ სიუჟეტს, უკრაინული ტოპონიმების გათვალისწინებას და უკრაინული ენის გამოყენებას რუსულთან ერთად.[3]

  • ნატალია დენისნკო — ზოია მოვჩანი
  • ანდრეი ფედინჩიკი — თემურ მეტრეველი
  • კონსტანტინე დანილიუკი — ბორის კრავეცი
  • ვიაჩესლავ დოვჟენკო — გიორგი მეტრეველი
  • დიმიტრი გოლდმანი — სერგო მეტრეველი, გიორგის მამა
  • ვალერია ხოდოსი — ელენა მეტრეველი
  • სვეტლანა ზელბერტი — ევგენია კრავეცი
  • ვიტა სმაჩელიუკი — მარგო/მარტა გრაციანი
  • ელიზავეტა ზაიცევა — ნატალია კრავეცი
  • ალექსანდრე პისკუნოვი — მიხეილ მეტრეველი
  • ლილია იაცენკო — გაბრიელა მეტრეველი
  • ალექსეი ჩერევატენკო — ვასო დოლიძე
  • გლებ მაციბორა — პავლიკ მოვჩანი
  • დიმიტრი სურჟიკოვი — ანატოლი მოვჩანი
  • ანა ლებედევა — ლუბა მოვჩანი
  • ირინა დოროშენკო — პარასკა კრავეცი, ბორისის დედა
  • მიხეილ დოსენკო — ნიკოლაი პავლენკო
  • ანა ადამოვიჩი — კატია გრაციანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება