იუვავუმი
იუვავუმი (ლათ. Iuvavum) — რომაული ქალაქი თანამედროვე ავსტრიის ტერიტორიაზე, დღევანდელი ზალცბურგი. კელტური დასახლება ძვ. წ. 15 წელს რომაელებმა დაიკავეს. იმპერატორ კლავდიუსის დროს იუვავუმის ეკონომიკურმა და კულტურულმა ცხოვრებამ პიკს მიაღწია. 171 წელს ქალაქი გერმანული წარმოშობის დამყრობლებმა მთლიანად გაანადგურეს; იუვავუმი აღადგინეს მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ. საზღვრისპირა ქალაქზე ხშირი იყო გერმანელთა თავდასხმები, რითაც იუვავუმის გავლენა თანდათან მცირდებოდა; მხოლოდ კონსტანტინე დიდის დროს მოახერხა ქალაქმა მცირე ხნით გაძლიერება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Heinz Dopsch, Robert Hoffmann: Geschichte der Stadt Salzburg. Verlag Anton Pustet, Salzburg – München 1996, ISBN 3-7025-0340-4, გვ. 28–71.