იუგოსლავიური ენციკლოპედია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იუგოსლავიური ენციკლოპედია - (სერბულ-ხორვატ. Enciklopedija Jugoslavije) - იუგოსლავიის სოციალისტური ფედერალური რესპუბლიკის საცნობარო გამოცემა. ენციკლოპედია გამოიცა იუგოსლავიის ლექსიკოგრაფიული ინსტიტუტის მიერ მიროსლავ კრლეჟას თაოსნობით. ენციკლოპედიაში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული იუგოსლავიის რესპუბლიკების ისტორიისა და კულტურის შესახებ.

იუგოსლავიური ენციკლოპედიის პირველი გამოცემის ტომეული

პირველი გამოცემა

რედაქტირება

პირველი რედაქცია 1955-71 წლებში გამოცემულ რვა ტომს მოიცავს. პირველი გამოცემა 30 000 ტირაჟით გამოვიდა.

სტატიების თანმიმდევრობა გამოცემის
თარიღი
გვერდების
რაოდენობა
1 A-Bosk 1955 708
2 Bosna-Dio 1956 716
3 Dip-Hiđ 1958 686
4 Hil-Jugos 1960 651
5 Jugos-Mak 1962 690
6 Maklj-Put 1965 562
7 R-Srbija 1968 688
8 Srbija-Ž 1971 654

მეორე გამოცემა

რედაქტირება

მეორე გამოცემაზე მუშაობა 1980 წელს დაიწყო, მაგრამ დასრულება ვერ მოხერხდა იუგოსლავიის ომის გამო. დაგეგმილი 12 ტომიდან მხოლოდ 6 გამოიცა.

სტატიების თანმიმდევრობა გამოცემის
თარიღი
გვერდების
რაოდენობა
1 A-Biz 1980 767
2 Bje-Crn 1982 776
3 Crn-Đ 1984 750
4 E-Hrv 1986 748
5 Hrv-Janj 1988 776
6 Jap-Kat 1990 731

მთავარი სერბულ-ხორვატულენოვანი გამოცემა გადაითარგმნა 5 დამატებით ენაზე ანბანური კომბინაციით.

ენა / ანბანი პირველი ტომი
გამოიცა
გამოცემული
ტომები
სერბულ-ხორვატული / კირილიცა 1983 2
სლოვენური 1983 4
მაკედონური 1983 2
ალბანური 1984 2
უნგრული 1985 1

მაკედონურ და ალბანურენოვანი ვარიანტები პირველი ენციკლოპედიური გამოცემებია ამ ენებზე.

  • (1986) „Enciklopedije i leksikoni“, "იუგოსლავიური ენციკლოპედია" IV, მე-2. (ხორვატული), ზაგრები: Jugoslavenski leksikografski zavod.