სიოიტი იტიკავა

(გადამისამართდა გვერდიდან იტიკავა სიოიტი)

სიოიტი იტიკავა (დ. 20 მარტი, 1892 — გ. 15 მარტი, 1945) — იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე. დაამთავრა ვასედას უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი (1916). იაპონიის კომპარტიის (იკპ) წევრი 1922-იდან. იყო ჟურნალ „მუსან კაიკიუს“ („ღარიბთა კლასი“) რედაქტორი. 1923 დააპატიმრეს. 1928 კომინტერნის VI კონგრესზე, მოსკოვში, კომინტერნის აღმასკომის წევრად აირჩიეს, იაპონიაში დაბრუნების შემდეგ მეთაურობდა იკპ-ის ცენტრალურ კომიტეტს. 1929 აპრილს კვლავ დააპატიმრეს და 1931 მუდმივი პატიმრობა მიუსაჯეს. კომინტერნის VII კონგრესმა (1935) დაუსწრებლად აირჩია აღმასკომის წევრად. გარდაიცვალა საპატიმროში.

ლიტერატურა

რედაქტირება