იტაჩი უჩიჰა (იაპონ. うちは イタチ) — ნარუტოს სერიის პერსონაჟი, სასკე უჩიჰას ძმა, რომელმაც ტობის (უჩიჰა ობიტოს) დახმარებით პრაქტიკულად გაანადგურა უჩიჰას კლანი და ცოცხალი დატოვა მხოლოდ მისი უმცროსი ძმა. საბოლოოდ ირკვევა, რომ მან ეს გააკეთა კონოჰას უხუცესების ბრძანებით, ქვეყანაში ომის აცილების მიზნით. ფლობს ცეცხლის სტიქიას და უნიკალურ გენძიუცუს: ცუკუიომი, კოტოამაცუკამი. მუშაობს ჰოშიგაკი კისამესთან ერთად. მოკლულია სასკეს მიერ, რის შემდეგაც მისი ძალის ნაწილი გადაეცა სასკეს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სასკესთან ბრძოლაში იტაჩი მოკვდა უცნობი ავადმყოფობით, რომლითაც ის ბოლო რამდენიმე წელი იყო დაავადებული. თავისი სიცოცხლის ბოლო წამებში მან ყველა თავისი ძიუცუ გადასცა სასკეს თვალებს, რათა იგი დაეცვა ტობისთან შეხვედრისას. ბრძოლამდე მან მოინახულა ნარუტო და გადასცა მას თავისი ძალის ნაწილი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ სასკე გადაწყვეტდა კონოჰის განადგურებას ნარუტოს შეძლებოდა მისი შეჩერება.

როგორც მადარა (ტობი) ამბობს, იტაჩი იყო კარგი პიროვნება, რომელსაც სურდა გადაერჩინა არა მარტო თავისი ძმა, არამედ მთელი სამყაროც. იტაჩიმ ოთხი წლის ასაკში გადაიტანა შინობის მესამე მსოფლიო ომი და დასახლების უსაფრთხოება მისთვის ყველაზე მთავარი იყო. იტაჩის ნამდვილი ისტორია იცოდა მხოლოდ ოთხმა ადამიანმა, ესენი იყვნენ: მესამე ჰოკაგე და მისი მრჩევლები - ჰომურა, კოჰარუ და დანზო. იტაჩის სურდა, რომ სიმართლე მის შესახებ ყოფილიყო დაფარული. რაც მოხდა იმ ღამეს, გაკეთებული იყო კონოჰის მმართველების ბრძანებით. იმ ღამეს იტაჩი გამოემშვიდობა წარსულ ცხოვრებას. კონოჰის ბრძანებით იტაჩი ჯაშუშობდა უჩიჰას კლანში და შეატყობინა ჰოკაგეს იმ გადატრიალების შესახებ, რომელსაც ამზადებდა უჩიჰას კლანი. ეს გადატრიალება წამოიწყებდა ახალ ომს და იტაჩი წავიდა კლანის განადგურებაზე, რათა დაეცვა კონოჰა, მაგრამ ვერ შეძლო, მოეკლა თავისი უმცროსი ძმა - სასკე. მას მერე, რაც მესამე ჰოკაგეს სთხოვა, დაეცვა სასკე დანზოსგან, დატოვა სოფელი. იტაჩიმ იმ საღამოსვე იცოდა, რომ საკუთარი ძმის ხელით მოკვდებოდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება