იტასის ტბა
იტასის ტბა (ფრანგ. Lac Itasy) — ვულკანური წარმოშობის ტბა მადაგასკარში,[1] იტასის რეგიონში. განფენილია ანალავორის სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ში, სოავინანდრიანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 25 კმ-ში, ხოლო ანტანანარივუდან 120 კმ-ში. მდებარეობს იტასის ვულკანური ველის ფარგლებში, ზღვის დონიდან 1221 მ სიმაღლეზე. ტბის ზედაპირის ფართობია 35 კმ². წყლის დონე მუდამ ცვალებადია. საშუალო სიღრმე 4 მ აღწევს, ხოლო ცენტრალური ნაწილი 10 მ სიღრმისაა. აღმოსავლეთით ტბას ერთვის მდინარეები ანდრანომენა და მარიანდრანო, გამოედინება მდინარე ლილი. ნაპირები შეჭრილ-შემოჭრილია. მტკნარწყლიანია. სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში მარშებია. ტბის ნაპირებთან არის დასახლებული პუნქტები, რომელთაგან აღსანიშნავია ქალაქი ამპეფი.[2]
იტასის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 19°04′00″ ს. გ. 46°47′00″ ა. გ. / 19.06667° ს. გ. 46.78333° ა. გ. | |
მდებარეობა | მადაგასკარი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1221 მ |
საშუალო სიღრმე | 4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 10 მ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lac Itasy — Getamap
- ↑ Lake Itasy — Description. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-12. ციტირების თარიღი: 2015-03-03.