იტალიური სასახლე
იტალიური სასახლე (რუს. Итальянский дворец) — სასახლე კრონშტადტის ცენტრში. მდებარეობს მაკაროვსკის ქუჩაზე. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა. აგებულია 1720-1724 წლებში იოჰან ბრაუნშტეინის პროექტის მიხედვით.
იტალიური სასახლე Итальянский дворец | |
---|---|
მდებარეობა | რუსეთი, კრონშტადტი, სანქტ-პეტერბურგი |
არქიტექტორი | იოჰან ბრაუნშტეინი |
ტიპი | სასახლე |
სტილი | კლასიციზმი |
დაწყების თარიღი | 1717 |
დასრულების თარიღი | 1724 |
თარიღდება | 1717 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
XIX საუკუნის დასაწყისში მისი სახელი იყო მენშიკოვის სასახლე. ედუარდ ანერტისა და ალექსი აკუტინის გადაკეთების შემდეგ სასახლის ხედი ძალიან შეიცვალა. ინტერიერშიც არაფერი შემორჩენილა თავდაპირველი პეტრესეული ბაროკოს გაფორმებისაგან[1].
სახელწოდება
რედაქტირება1740-იანი წლების შუა წლებამდე სასახლეს ერქვა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის საკუთარი სახლი სტუმრების სასახლეში.
თანამედროვე სახელწოდება ერთი ვერსიით მიიღო იმის გამო, რომ არქიტექტურული სტილით იგი იტალიურ შენობებს წააგავდა, თუმცა არქიტექტორები და მშენებლები გერმანელები იყვნენ: იოჰან ბრაუნშტეინი და გოტფრიდ შედელი[2].
ისტორია
რედაქტირებაXVIII საუკუნე
რედაქტირებასასახლე ააგეს 1720-1724 წლებში არქიტექტორ იოჰან ბრაუნშტეინის პროექტის მიხედვით. თავდაპირველად აშენდა გენერალ-ადმირალ ფიოდორ აპრაქსინისთვის საკუთარი დიზაინის მიხედვით. 1724 წელს იგი სამეფო ოჯახის მფლობელობაში აღმოჩნდა. 1720-იანი წლების ბოლოს შენობა ძლიერ გადააკეთეს, მისაღები დარბაზი საუკეთესო იტალიური მარმარილოთი გააფორმეს. 1764 წელს შენობა გადავიდა საადმირალო კოლეგიის ხელში.
1771 წლიდან შენობაში განთავსებულია კადეტთა საზღვაო კორპუსი, რომელიც აქ გადაიტანეს პეტერბურგიდან მათი შენობის ხანძრის შემდეგ. სასახლე კვლავ გადააკეთეს, მას დაადგეს კოშკი ასტრონომიული დაკვირვებისთვის. ამ პერიოდს ეკუთვნის შენობის პირველი გამოსახულება. 1783 წლის ხანძრის შემდეგ პეტერბურგის ადმირალიტეტი გადაიტანეს კრონშტადტში. საზღვაო კადეტთა კორპუსი გადაიყვანეს ახალ შენობაში კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ ამას ხელი შეუშალა შვედებთან ომმა. უკანასკნელმა კადეტმა სასახლე დატოვა 1798 წელს, ხოლო შენობა გადაეცა შტურმანთა სასწავლებელს, რომელიც აქ განთავსებული იყო 1872 წლამდე.
XIX საუკუნე
რედაქტირება1843-1848 წლებში შტურმანის სასწავლების განსათავსებლად შენობას ახალი რესტავრაცია ჩაუტარდა. შენობა ძლიერ გადააკეთეს არქიტექტორ ალექსი აკუტინის პროექტის მიხედვით. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვასილი სტასოვის რეკომენდაციებმა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში მიაშენეს ორსართულიანი ნაგებობები, ახალი სამსართულიანი დერეფანი, რომელიც აკავშირებდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კორპუსებს. 1845-1846 წლებში სამხრეთის კორპუსს დააშენეს მეოთხე სართული და რვაკუთხა ხის კოშკი საზღვაო ტელეგრაფისათვის. მთავარი შესასვლელი გადაიტანეს სამხრეთის კორპუსში. 1847-1849 წლებში გადააკეთეს სამერნეო ეზო, იქ მოაწყეს აბანო, თავლა, ქვის გალავანი და ა. შ[2].
1870 წლის 15 თებერვალს შენობაში საზეიმოდ გაიხსნა საზოგადოებრივი საბავშვო ბიბლიოთეკა[2].
XX-XXI საუკუნეები
რედაქტირებაშემდეგი მნიშვნელოვანი გადაკეთება შენობამ 1898-1900 წლებში განიცადა, როდესაც საზღვაო საინჟინრო სასწავლებლისთვი შენობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა არქიტექტორ ლ. ნოვიკოვის პროექტის მიხედვით.
ერთი პეროდი შენობაში განთავსებული იყო კრონშტადტის სახალხო განათლების განყოფილება, ცენტრალური ბიბლიოთეკა. 1922 წელს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაურკვეველი მიზეზის შედეგად დაიწვა[3].
1921 წლის 2 მარტს კორპუსის ერთ-ერთ დარბაზში გაიმართა კრება, რომელზეც შეიქმნა დროებითი რევოლუციური კომიტეტი. 1926 წლის რემონტის შემდეგ შენობაში მუშაობა დაიწყო წითელი არმიისა და ფლოტის სახლმა. 1947 წელს სახლს ეწოდა კრონშტადტის ოფიცერთა სახლი[2].
1993 წელს ოფიცერთა სახლის ადგილი დაიკავა მატროსთა კლუბმა. 1994 წელს პირველ სართულზე განათავსეს კრონშტადტის სახელმწიფო ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი. მეორე სართულზე ვ. ვიშნევსკის სახელობის ბალტიის ფლოტის თეატრი[2].
2011 წლის 1 დეკემბრიდან შენობა გადაეცა სამზხედროსაზღვაო მუზეუმს „კრონშტადტის ციხესიმაგრეს“, სადაც რემონტის შემდეგ განათვასეს სამუზეუმო ექსპოზიცია[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- Алымов И. Очерк организации Технического училища Морского ведомства. (Морской сборник. 1877. № 1).
- Блюмбах Э. М. Морская астрономическая и компасная обсерватория в Кронштадте. СПб., 1908.
- Гунич А. Е. Формирование городского центра Кронштадта в первой трети 18 века. - Петербургские чтения. Вып. 3. СПб., 1993.
- Гунич А. Е. Забытый дворец. История строительства Кронштадтского дома Меншикова. - Петровское время в лицах - 2005. Материалы научной конференции. СПб., 2005.
- Елагин С. Начало Кронштадта. СПб., 1866.
- Жизнь моя. Записки адмирала Данилова. 1759-1806 гг. Кронштадт. 1913.
- Зеленой А. И. Исторический очерк Штурманского училища. 1798-1872. Кронштадт. 1872.
- Калязина Н. В., Калязин Е. А. Александр Меншиков - строитель России. СПб., 2006.
- Костенко В. П. На «Орле» в Цусиме. Л., 1955.
- Наймушин И. Н. Итальянский дворец в Кронштадте: краткий очерк истории здания. — СПб., 2011. — 131 с.
- Наймушин И. Н. Морское инженерное училище Императора Николая I. 1898-1919.. — СПб., 2017.
- Наумов П. Воспоминания бывшего штурманского офицера. // Русская старина. № 9. 1911.
- Пароменский А. И. Исторический очерк Морского инженерного училища императора Николая I-го. 1798—1898. — СПб., 1898.
- Свиньин П. П. Достопамятности Санкт-Петербурга и его окрестностей. СПб., 1997.
- Розадеев Б. А., Сомина Р. А., Клещева Л. С. Кронштадт. Архитектурный очерк. Л., 1977.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Лидия Ивановна Токарева. (2002) Итальянский дворец. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-10. ციტირების თარიღი: 2018-05-10.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Многонациональный Петербург // История Петербурга. — Нестор, 2005. — Вып. 23—28.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Итальянский дворец. www.kronstadt.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-10. ციტირების თარიღი: 2018-02-09.
- ↑ Пётр Столпянский. Итальянский дом. Итальянский пруд. — Путеводитель по Кронштадту: Исторические очерки. — Litres, 2017. — 388 с. — ISBN 5457077241.