ისჰაკ იბნ-შუაბი (ქართულ წყაროებში საჰაკი; გ. 853) — თბილისის საამიროს ამირა 830-853 წლებში. ისმაილ იბნ-შუაბის შვილი. მის შესახებ ცნობები მოგვეპოვება, როგორც ქართულ, ისე არაბულ წყაროებში. არაბული წყაროებიდან ირკვევა, რომ იგი ადრეც იბრძოდა ხელისუფლების მოსაპოვებლად და ცოტა ხნით კიდეც წაართვა ამირობა მუჰამედ იბნ-ათაბის. საჰაკი 23 წლის მანძილზე უწყვეტად მართავდა თბილისის საამიროს. არაბი ისტორიკოსი ალ-ტაბარი მის შესახებ წერს:

ატენის სიონის წარწერა ბუღა თურქის ლაშქრობისა და საჰაკის სიკვდილით დასჯის შესახებ.
ვიკიციტატა
„ის იყო მსუქანი მოხუცი, დიდი თავით, მელოტი და ელამი.. ისჰაკის მეუღლე იყო სარირის მფლობელის ასული.“

საჰაკი რამდენიმეჯერ განუდგა ხალიფას, საბოლოოდ ის სიკვდილით დასაჯა ბუღა თურქმა 853 წელს, თბილისის აღების შემდეგ. საჰაკი იყო უკანასკნელი ამირა შუაბინთა დინასტიიდან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2008