ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობა

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობა — ისტორიული შენობა თბილისში, ვერის უბანში, პეტრე მელიქიშვილის გამზირის №10-ში. არქიტექტორი კ. ა. ლეონტიევი. დაპროექტდა 1927 წელს. მშენებლობა დასრულდა 1930 წელს.[1]

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობა
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობა (თბილისი)
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი კონსტრუქტივიზმი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
მისამართი პეტრე მელიქიშვილის გამზირი №10
მფლობელი
დასრულდა 1930
დაინგრა 2017
არქიტექტორ(ებ)ი კ. ა. ლეონტიევი

წარმოადგენდა თბილისური არქიტექტურის კონსტრუქტივისტული სტილის იშვიათ ნიმუშს. აიგო აგურით, პირველი სართული შელესილი იყო ტერაზიტულად, მეორე — გლუვად. გამოყენებული იყო ქართული ისტორიული არქიტექტურის სახასიათო ელემენტები. პირველი სართული გახსნილი იყო თაღედებით, რომლებსაც რელიეფურკაპიტელიანი სვეტები ამკობდა. მეორე სართულზე წარმოდგენილი იყო ეროვნული მოტივებით აგებული აივნები ორნამენტული გამოსახულებებით. გვერდითი და უკანა ფასადები უფრო სადა იყო, სახასიათო ფორმის ღიობებით. ინტერიერში განსაკუთრებით მორთული იყო სადარბაზოს შესასვლელი ვესტიბიული და ორი კიბე.[1]

თავდაპირველად მასში განთავსებული იყო თბილისის ტუბერკულოზის პირველი საქალაქო ინსტიტუტი. 1980 წლიდან აქ საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი მდებარეობდა. სპეციალისტების მოთხოვნის მიუხედავად, 2007 წელს შენობას ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეს.[2] 2010 წელს კერძო მესაკუთრეზე გაიყიდა.[3] 2015 წელს კომპანია „m²“-მა იყიდა.[4] რამდენიმეჯერ უარის თქმის შემდეგ, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2017 წელს კომპანიას მისცა ინსტიტუტის ყოფილი შენობის დემონტაჟისა და ადგილზე 11-სართულიანი ახალი შენობის (სასტუმრო და საცხოვრებელი) აშენების უფლება.[5] პროტესტის მიუხედავად, შენობა დაანგრიეს. არ მოხდა არსებული დეტალების კონსერვაცია და დაშლა-აწყობა ანუ პირვანდელი იერსახის შენარჩუნება.[6] ამჟამად ამ ადგილას მდებარეობს სასტუმრო „თბილისი ფილარმონია“.[7]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ანდრონიკაშვილი, ლალი. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა: მელიქიშვილის ქ. №10. m2.ge (ნოემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2024
  2. მუჯირი, ქრისტინე (7 ივნისი 2017). „m2-ის სასტუმროს პროექტი ისტორიის ინსტიტუტის ადგილას და სამოქალაქო პროტესტი“. liberali.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2024. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „დაინგრევა თუ არა ისტორიის ინსტიტუტის შენობა?“. NETGAZETI.ge. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „ისტორიის ინსტიტუტის შენობა კომპანია m2-მა შეიძინა“. NETGAZETI.ge. 3 ივნისი, 2015. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. მეფარიშვილი, მიშა (23 ივნისი, 2017). „შეთანხმებული დემონტაჟი ნებართვის გარეშე ისტორიის ინსტიტუტის შენობაში“. NETGAZETI.ge. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „თბილისის ისტორიული შენობა დაანგრიეს (ვიდეო)“. fortuna.ge. 19 ივლისი, 2017. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. „„თბილისი ფილარმონია“ - სასტუმრო „რამადა თბილისმა“ მმართველი კომპანიის შემდეგ სახელიც შეიცვალა“. commersant.ge. 14 ივნისი, 2023. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)