ისრაელის დემოგრაფია
ისრაელის დემოგრაფია ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მიერ კონტროლდება და ქვეყნის მოსახლეობასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ერთად, ქვეყნის დემოგრაფია მნიშვნელოვნად შეიცვალა. თავდაპირველად ისრაელი ჩამოყალიბდა, როგორც ებრაელი ხალხის სამშობლო, რასაც მთელი მსოფლიოდან ებრაელთა რეპატრიაცია მოჰყვა.
2023 წლის მარტისთვის ისრაელის მოსახლეობა დაახლოებით 9.73 მილიონ ადამიანს შეადგენს. ებრაელები მოსახლეობის უმრავლესობას, 73.5%-ს შეადგენენ (დაახლოებით 7.145 მილიონი ადამიანი). არაბები მოსახლეობის 21%-ს (დაახლოებით 2.048 მილიონი ადამიანი) შეადგენენ. დარჩენილი მოსახლეობა (5.5%) კლასიფიცირდება როგორ „სხვები“. ეს ჯგუფი მოიცავს ებრაული წარმოშობის ადამიანებს, რომლებიც რელიგიური კანონის მიხედვით, ებრაელებად არ ითვლეებიან, ებრაელი მიგრანტების არაებრაელ ოჯახის წევრებს, ქრისტიან არაარაბებს, მუსლიმ არაარაბებს და გამორჩეული ეთნიკური ან რელიგიური კატეგორიზაციის არმქონე მკვიდრებს.[1] ებრაული და არაბული თემების გარდა ისრაელში მცირე რაოდენობითთ ჩერქეზები, სომხები და დრუზები ცხოვრობენ.
2015 წელს ისრაელის მოსახლეობის წლიური ზრდის მაჩვენებელი 2%-ს გაუტოლდა, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 0.6%) სამჯერ აღემატება.[2] ერთ ქალზე საშუალოდ სამი ბავშვი მოდის და ისრაელს ფერტილურობის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს ეთგოს ქვეყნებს შორის.[3]
განმარტება
რედაქტირებაისრაელის ტერიტორია რამდენიმენაირად შეიძლება განიმარტოს, რაც კომპლექსური და გადაუჭრელი პოლიტიკური სიტუაციის შედეგია. მაგალითად, ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს განსაზღვრებით, ისრაელის ტერიტორია მოიცავს ანექსირებული აღმოსავლეთ იერუსალიმისა და გოლანის მაღლობების ტერიტორიასაც, მაგრამ არ მოიცავს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს, რომელიც ისრაელის სამხედრო კონტროლქვეშაა. ამასთან, სტატისტიკის ცენტრალური ბიურო ისრაელის მოსახლეობას მიაკუთვნებს დასავლეთ ნაპირის C ტერიტორიაზე მცხოვრებ ისრაელელებს და აღმოსავლეთ იერუსალიმსა და C ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმ მკვიდრებს, რომელთაც ისრაელში ბინადრობის ნებართვა ან ისრაელის მოქალაქეობა აქვთ.
რეგიონი | სტატუსი | ისრაელელი მოსახლეობა | პალესტინელი მოსახლეობა | მთლიანი მოსახლეობა | ტერიტორია (კმ²) |
---|---|---|---|---|---|
მწვანე ხაზი | ტერიტორია ეკუთვნის ისრაელს 1949 წლის დროებითი ზავის (როდოსის ხელშეკრულება) მიხედვით[4] | 6,819,000[4] | ― | 6,819,000 | 20,582[4] |
აღმოსავლეთი იერუსალიმი | ანექსირებულია ისრაელის მიერ[5][6][7] | 455,000[8] | 225,000[9] | 680,000 | 336[10] |
გოლანის მაღლობები | ანექსირებულია ისრაელის მიერ[5][6][7][11] | 42,000 | ― | 42,000 | 1,154 |
ბარიერული ზონა | ოკუპირებულია[12] | 188,000[12] | 35,000[12] | 223,000 | 200[10] |
სხვა ტერიტორიები (ტერიტორია C) | ისრაელის კონტროლის ქვეშაა[13] | 37,000[13] | 150,000[13] | 187,000 | 3,378[13] |
A და B ტერიტორია | პალესტინის კონტროლის ქვეშაა[13] | ― | 2,514,845[12] | 2,514,845 | 2,808[13] |
მოსახლეობა
რედაქტირებაისრაელის მოსახლეობა 9 812 000 ადამიანს შეადგენს.[14] მათ შორის: 200 000 ისრაელელესა და 250 000 არაბს აღმოსავლეთ იერუსალიმიდან, 421 400 ებრაელს დასავლეთ ნაპირიდან და 42 000-მდე ებრაელს გოლანის მაღლობებიდან (2007 წლის მონაცემებით). მონაცემებში არ არის გათვალისწინებული დასავლეთ ნაპირისა და ღაზის სექტორის არაბი მოსახლეობა. ასევე არ მოიცავს ქვეყანაში მცხოვრებ 222 000 უცხოელს.[15]
სიმჭიდროვე
რედაქტირება2018 წლის მონაცემებით გეოგრაფიული განაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: ცენტრალური რაიონი ― 24.5% (2,196,100); თელ-ავივის რაიონი ― 15.9% (1,427,200); ჩრდილოეთი რაიონი ― 16.2% (1,448,100); სამხრეთი რაიონი ― 14.5% (1,302,000); ჰაიფის რაიონი ― 11.5% (1,032,800); იერუსალიმის რაიონი ― 12.6% (1,133,700); იუდეასა და სამარიას რაიონი ― 4.8% (427,800).
მოსახლეობის ზრდა
რედაქტირება2016 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ზრდის ტემპი 2%-ს უდრის. 1990-იან წლებში ებრაელი მოსახლეობის ზრდის ტემპი ყოველწლიურად 3%-ს უტოლდებოდა, რაც ისრაელში მასობრივი იმიგრაციით იყო გამოწვეული, მეტწილად ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან. მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპია რიგ ებრაულ ჯგუფებში, განსაკუთრებით, ორთოდოქსული იუდაიზმის მიმდევრებს შორის. ისრაელის არაბი მოსახლეობის ზრდის ტემპი 2.2%-ს უდრის, ხოლო ებრაელი მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.8%-ია. 1999 წელს არაბი მოსახლეობის ზრდის ტემპი 3.8%-დან 2013 წლისთვის 2.2%-მდე შემცირდა, ხოლო ებრაელი მოსახლეობის ზრდის ტემპი 2.7%-დან 2005 წელს 1.4%-მდე შემცირდა. 1995 წლიდან ფერტილურობის მაჩვენებლისა და იმიგრაციის ზრდის გამო, ებრაული მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.8%-ს უტოლდება.[16]
შობადობა
რედაქტირება2021 წლის მონაცემებით, ისრაელის შობადობის კოეფიციენტი 19.7‰-ს უდრის. ებრაელებს შორის შობადობის კოეფიცენტი 19.1‰-ს ტოლია, მუსლიმებს შორის − 23.4‰-ს, ქრისტიანებს შორის − 13.3‰-ს, დრუზებს შორის − 15.8‰-ს.
სიცოცხლის ხანგრძლივობა
რედაქტირება2019 წლის მონაცემებით, ისრაელში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 82.8 წელია: კაცებისთვის 81 წელი, ხოლო ქალებისთვის − 84.7 წელი.[17]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებადამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Goldscheider, Calvin (2002). Israel's Changing Society: Population, Ethnicity & Development. Westview Press. ISBN 978-0-8133-3917-7.
- Tal, Alon (February 2017). „The Land Is Full: Addressing Overpopulation in Israel“. Foreign Affairs. Book review by John Waterbury.
- Videos of academic lectures posted on the official YouTube VOD (video on demand) channel of Tel Aviv University:
- Rabinowitz, Dan. (18 November 2012) The Sacred Cow of Israel: The Environmental Implications of Zionism's Population Policy.(28 min)
- Dayan, Tamar. (18 November 2012) Population Increase and the Impact on Biodiversity in Israel.(16 min)
- Ehrlich, Paul; Rabinowitz, Dan; Dayan, Tamar. Questions & Answers Panel (18 November 2012).(31 min)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website of the Israel Central Bureau of Statistics
- Population of Israel by the Tourism Ministry
- Israel. The World Factbook. Central Intelligence Agency.
- Issues in Israeli Society დაარქივებული 2013-06-21 საიტზე Wayback Machine. at the Jewish Agency for Israel
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „On Independence Day eve Israel's population tops 9.7m“. Globes (ინგლისური). 2023-04-24. ციტირების თარიღი: 2023-04-24.
- ↑ Population growth, OECD. OECD (2012). ციტირების თარიღი: 17 February 2014
- ↑ Society at a Glance 2014 Highlights: ISRAEL, OECD. OECD (2014). ციტირების თარიღი: 19 April 2014
- ↑ 4.0 4.1 4.2 Figure calculated from other sourced figures in table
- ↑ 5.0 5.1 BBC News. Regions and territories: The Golan Heights.
- ↑ 6.0 6.1 United Nations. Security Council Resolutions, 1981.
- ↑ 7.0 7.1 Council on Foreign Relations. UN Security Council Resolution 497.
- ↑ Jerusalem Institute for Israel Studies. Jerusalem Statistical Yearbook 2009/10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 5 October 2010
- ↑ Middle East Forum (March 2009). „The Politics of Palestinian Demography“. Middle East Quarterly. ციტირების თარიღი: 5 October 2010.
- ↑ 10.0 10.1 Office for the Coordination of Humanitarian Affairs. Barrier Report July 2009. Calculation based on East Jerusalem area of 346km2 being 97% west of the barrier, and 9.5% of the West bank including East Jerusalem being in the Seam Zone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 5 October 2010
- ↑ Aji, Albert. (26 March 2019) Trump acceptance of Israeli control of Golan sparks protests. Associated Press News. ციტირების თარიღი: 29 March 2019
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 The Separation Barrier – Statistics. B'Tselem (16 July 2012). ციტირების თარიღი: 5 April 2013
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 Office for the Coordination of Humanitarian Affairs. Area C Humanitarian Response Plan Fact Sheet September 2010. Assumes 35,000 Palestinians estimated by B'Tselem to be living in the Seam Zone are included in the 150,000 OCHA estimate.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 5 October 2010
- ↑ אוכלוסייה.
- ↑ הודעות לעיתונות დაარქივებული 2011-10-03 საიტზე Wayback Machine. . Cbs.gov.il. Retrieved 8 September 2011.
- ↑ The Jewish-Arab demographic about-face (10 November 2017).
- ↑ Life expectancy at birth, total (years) | Data. World Bank. ციტირების თარიღი: 26 August 2018