ისონოე (თანამგზავრი)

ისონოე (ძვ. ბერძნ. Ἰσονόη), იუპიტერ XXVI, S/2000 J 6პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი.

იუპიტერის თანამგზავრი ისონოე

აღმოჩენა

რედაქტირება

ისონოე აღმოაჩინეს 2000 წლის 23 ნოემბერს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2000 J 6.[1][2] 2002 წლის ოქტომბერში, თანამგზავრს ეწოდა ისონოე, რომელსაც დაერქვა ერთ-ერთი დანაიდი.[3]

ისონოე იუპიტერის გარშემო სრულ ბრუნვას აკეთებს საშუალოდ 23 155 000 კმ მანძილზე 725 დღეში და 12 საათში. ორბიტას აქვს ექსცენტრიულობა 0,246. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა 165,2°-ია. ეკუთვნის კარმე ჯგუფს.

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

ისონოეს დიამეტრი დაახლოებით 4 კმ-ია. სატელიტი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0,04. ვარსკვლავიერი სიდიდე 22,5m.

  1. IAUC 7555: Satellites of Jupiter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-09-16. ციტირების თარიღი: 2019-02-09. 5 января 2001 (Открытие)
  2. MPEC 2001-A28: S/2000 J 2, S/2000 J 3, S/2000 J 4, S/2000 J 5, S/2000 J 6 დაარქივებული მაისი 1, 2006 საიტზე Wayback Machine 5 января 2001 (Открытие и эфемириды)
  3. IAUC 7998: Satellites of Jupiter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-11. ციტირების თარიღი: 2009-09-29. 22 октября 2002 (Присвоение названия спутнику)