ისმაილ ალ-აზჰარი
ისმაილ ალ-აზჰარი (არაბ. إسماعيل الأزهري; დ. 20 ოქტომბერი, 1900 — გ. 26 აგვისტო, 1969) — სუდანის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
ისმაილ ალ-აზჰარი | |
სუდანის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 ივნისი, 1965 – 25 მაისი, 1969 | |
წინამორბედი | სირ ალ-ხათიმ ალ-ხალიფა |
მემკვიდრე | ჯაფარ ნიმეირი |
სუდანის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1954 – 1956 | |
მემკვიდრე | აბდულა ხალილი |
დაბადებული | 20 ოქტომბერი, 1900 ომდურმანი, სუდანი |
გარდაცვლილი | 26 აგვისტო, 1969 ხართუმი |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
დაიბადა 1900 წელს. სწავლობდა სუდანის და ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში. 1940-1945 წლებში (ხანგამოშვებებით) იყო კონგრესის თავმჯდომარე. 1945-1952 წლებში იყო პარტია ალ-აშიკას ხელმძღვანელი. 1952-1969 წლებში კვლავ პარტიულ თანამდებობებზეა.
1954-1956 წლებში სუდანის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრია, ხოლო 1956 წლის იანვარ-ივლისში პირველი ეროვნული მთავრობის პრემიერ-მინისტრი. 1965-1969 წლებში კი ქვეყნის მეთაური.
გარდაიცვალა 1969 წლის 26 აგვისტოს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სუდანის პრემიერ-მინისტრები დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine.