ისლიანი
ისლიანი — მცენარეთა თანასაზოგადოება, რომელშიც გაბატონებულია ისლი. გავრცელებულია ყველა ზონაში, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტყის ზონის დაჭაობებული მდელოებს და ქვედური ჭაობების მცენარეულ საფარში. წყალსატევების და მდორე მდინარეთა სანაპიროებზე, სადაც ზედაპირული წყლის დონე სეზონურად და წლითიწლობით მკვეთრად მერყეობს, განვითარებულია ორიგინალური ტიპის კოლბოხოვანი ისლიანი (კოლბოხთა სიმაღლე ხშირად 1-1,3 მ-მდე აღწევს). ისლიანი გვხვდება აგრეთვე უდაბნოში, ველებსა და მთებში. კავკასიის მაღალმთიანეთის ისლიანში უმეტესად გაბატონებულია ლათ. Carex meinshauseniana, ხოლო უდაბნოსა და ველებში — ლათ. Carex physoides, ლათ. Carex pachystylis, ლათ. Carex supina, ლათ. Carex humilis და სხვა. ამგვარი ისლიანი კარგ საძოვარ-სავარგულადაა მიჩნეული. ყვავილობამდე მოთიბული ისლიანის თივა საკვები ღირებულებით მარცვლოვანთა თივას უახლოვდება. იყენებენ სასილოსედაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქიმერიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 234.