ისლანდიური ძაღლი
ისლანდიური ძაღლი (ისლ. Íslenskur fjárhundur) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ისლანდიაში IX საუკუნეში.
წარმოშობის ქვეყანა | ისლანდია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ისლანდიური ძაღლის წინაპრები სკანდინავიელ კოლონისტებს ჩამოყვნენ, შესაძლოა ის ბუჰუნდის ნათესავია. მშვენიერ მეცხვარეს — ისლანდიურ ძაღლს რთული ისტორია აქვს. სანამ გრძელი ჭიების საწინააღმდეგო ეფექტურ წამალს მიიღებდნენ, ეს ჯიში ექინოკოკის მსხვერპლი იყო, რომლებსაც დაავადებული ცხვრის ხორცის ჭამით იღებდნენ და თავის პატრონებსაც გადასდებდნენ ხოლმე. ექინოკოკით ადამიანების დასნებოვნების შესაჩერებლად, ყველა ძაღლს ეკრძალებოდა ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შესვლა. ეს კანონი დღემდე მოქმედებს, თუმცა ჭიის საწინააღმდეგო წამალი უკვე დიდი ხანია არსებობს.
ისლანდიური ძაღლი — ძლიერი და ცოცხალია და გარეგნულად გრენლანდიური ჰასკის შემცირებულ ვარიანტს ჰგავს. ისლანდიური ძაღლი კარგად იტანს სიცივეს, ადვილად იწვრთნება და კარგი მოდარაჯეა. წინა თათები ძალიან ძლიერი აქვს, ყურადღებიანი, მუქი-ყავისფერი თვალები საშუალო ზომისაა. ბალანი შეიძლება იყოს თეთრი, წაბლისფერი და შავი.