ისა აქბერის ძე ჰაბიბეილი (აზერ. İsa Əkbər oğlu Həbibbəyli; დ. 16 ოქტომბერი, 1949, შარური, ნახიჩევანის ასსრ, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი 2013 წლიდან.[1]

ისა ჰაბიბეილი
აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2005
პრეზიდენტი  ილჰამ ალიევი

ამეა-ს ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2013 – დღემდე

დაბადებული16 ოქტომბერი, 1949 (1949-10-16) (75 წლის)
საარჩევნი ოლქიშარური
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
პოლიტიკური პარტიაახალი აზერბაიჯანი
განათლებანახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1967-1971)
ამეა-ს ნიზამი განჯევის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა (1974-1978)
პროფესიაფილოლოგი
ჯილდოებიდიდების ორდენი ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ისა ჰაბიბეილი 1949 წლის 16 ოქტომბერს, ნახიჩევანის სსრ-ის შარურის რაიონში დაიბადა. დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ნახიჩევანის ფილიალის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორია. ათათურქის სახელობის კულტურის, ენისა და ისტორიის ორგანიზაციის წევრია. აზერბაიჯანის მწერალთა გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტთა გაერთიანების წევრია.

1971 წლიდან მუშაობდა შარურის რაიონის სკოლაში მასწავლებლად. 1975 წლიდან — ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის, დოცენტის, სამეცნიერო პრორექტორის პოზიციაზე. 1996-2013 წლებში — ამავე უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე.

2013 წლის აპრილიდან, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია.

  1. Akademik İsa Əkbər oğlu Həbibbəyli. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-06. ციტირების თარიღი: 2019-10-09.