იესო ისლამში
(გადამისამართდა გვერდიდან ისა იბნ მარიამი)
ისლამში იესო (არაბ. عِيسَى ٱبْنُ مَرْيَمَ, რომანიზებული: ʿĪsā ibn Maryam; ისა, მარიამის ძე) — ღმერთის უკანასკნელი წინასწარმეტყველი, მესია და მაცნე, რომელიც წარმოგზავნილი იქნა ისრაელის შვილთა ხელმძღვანელად, წიგნით სახელად „ინჯილი“.
ყურანში იესო (ისა) აღწერილია, როგორც მესია (ალ-მასიჰი), რომელიც სასწაულებრივად დაიბადა ქალწულისგან, თავისი მოწაფეების თანხლებით ახდენდა სასწაულებს, უარყვეს ებრაელმა რელიგიურმა პირებმა. ყურანის მიხედვით იესო ჯვარს არ უცვამთ და არც მკვდრეთით აღმდგარა, ის სასწაულებრივად გადაარჩინა ღმერთმა და ზეცად აამაღლა. ყურანი ცალსახად და არაერთხელ უარყოფს იმ აზრს, რომ იესო მოკლეს ან თუნდაც ჯვარს აცვეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ყურანი 4:157