ისას წყარო
ისას წყარო (აზერ. İsa bulağı) — შუშის რაიონის ერთ-ერთი ცნობილი წყარო და ისტორიული ადგილი.
ისას წყარო აზერ. İsa bulağı | |
---|---|
მდებარეობა | შუშა, აზერბაიჯანი |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
წყარო მდებარეობს ტყეში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრზე, ქალაქ შუშიდან ორი კილომეტრის დაშორებით. იგი ითვლება აზერბაიჯანული ბუნების ერთ-ერთ იშვიათ მარგალიტად. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, წყაროს სახელწოდება ფერმერის სახელად ისას საპატივსაცემოდაა დარქმეული, რომელმაც ის პირველად მე-18 საუკუნეში უღრან ტყეში აღმოაჩინა.[1]
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ქალაქ შუშის სახელმწიფო ნაკრძალის სამმართველომ ისას წყარო სრულად აღადგინა. თვითონ წყარო მარმარილოთი იყო გაკეთებული, სიტყვა „ისა წყარო“ ეროვნული ორნამენტით დაეწერა და წყაროს წყალმომარაგება სრულად აღდგა.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azərbaycan toponimlərinin ensklopedik lüğəti, II cilddə. Bakı-2007. I cild, səh.260.
- ↑ İsa Bulağı tam bərpa edilib