ისაკყაუს წმინდა გიორგის ეკლესია
(გადამისამართდა გვერდიდან ისაკყაუს წმინდა გიორგის ეკლესია')
ისაკყაუს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ისაკყაუში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოზე; ნაგებია მოვარდისფრო, დიდი ზომის უხეშად დამუშავებული ქვით. გეგმით სწორკუთხა ნაგებობა, აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა, ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია სარკმელი, ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის კედლების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. გრძივ კედლებზე შემორჩენილია პილასტრის ქვედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. დაზიანების გამო ფორმა არ იკითხება. ეკლესია თითქმის პერანგშემოცლილია. ძეგლი დაზიანებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004