ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მრავალი არსებული ლეგენდის მიუხედავად, რომელიც მოგვითხრობს ირლანდიური ვისკის წარმოშობის შესახებ, დღემდე არ არის ცნობილი როდის მოევლინა ის სამყაროს. დოკუმენტურად იგი პირველად მოიხსენიება საპარლამენტო აქტში, რომელიც დათარიღებულია 1556 წლით. თავისი არსებობის მანძილზე ჰქონდა წარმატებაც და წარუმატებლობაც, მაგრამ მაინც შეინარჩუნა კონკურენცია თავის შოტლანდიელ „ძმასთან“.

სხვადასხვა ირლანდიური ვისკი

ვისკი ირლანდილეთა სიამაყეა, და ის უმაღლესი ხარისხის სასმელია აღიარებული მთელ მსოფლიოში. მართლწერა ირლანდიური სიტყვისა Whiskey განსხვავდება შოტლანდიური Whisky და ეს არაა შემთხვევითი. ირლანდიური ვისკის მთელი საწარმოო პროცესი არსებითად გამოირჩევა შოტლანდიურისაგან. ირალნდიაში არსებობს სხვადასხვა სახის ვისკი: ეს არის ტრადიციული ირალნდიური ვისკი, დადუღებული და დაუდუღებელი ქერის ალაოსგან, შეიძლება იყოს ჭვავისა და შვრიის დანამატი, რომელიც მიღებულია „patent still“-ს გამოსახდელ აპარატში. "grain" ეს არის მარცვლეულის ვისკი, უფრო ხშირად სიმინდის, ხორბლის ან ქერის ალაოს დამატებით, გამოხდილი (დისტილირებული) აპარატში "patent still" „single malt“ ამ სახის ვისკი დამზადებულია ქერის ალაოსგან და იწარმოება მხოლოდ ერთ გამოსახდელში, იგი იხდება „pot still“-ის აპარატში "pure malt" ეს ვისკი შედგება "single malt"-ის ნარევებისაგან რომლებიც სხვადასხვა გამოსახდელებშია გამოხდილი. "blend" ეს ვისკიც ნარევია ალაოს და მარცვლეულის ვისკებისა.

წარმოებისა ერთ-ერთი განსხვავება ირლანდიურსა და შოტლანდიურს ვისკებს შორის არის ის რომ,ძირითადი ნედლეული ქერი შეიძლება არ დაექვემდებაროს ალაოდ გადაქცევას, და იყოს მხოლოდ ოდნავ გაფუებული, მზარდი და მოხარშული. მაგრამ თუ მაინც მოხდა ეს პროცესი დააალოება (გაფუება), ამ შემთხვევაში არ ხდება ტორფის მეშვეობით შებოლვა, და გაფუენის მერე უბრალოდ აშრობენ ღუმელში. ირლანდიური ვისკის წარმოებისათვის, ისევე როგორც შოტლანდიური ვისისათვის აქაც მეორად მარცვლეულს ანაკუწებენ „grist“-ში და ურევენ ცხელ წყალს რის შემდეგ იღებენ „wort“-ს. ამ მიღებულ მასას უმატებენ საფუარს, შემდეგ ხდება მათი ერთად ადუღება, ამის შედეგია „wash“ 5-8%. დისტილაცია და ჩამოსხმის პროცესი ყველა სახდელ ქარხანაში (ისინი კი ირლანდიაში სამია „მედლტონი“ „ბუშმილსი“ „კულეი“) სხვადასხვა ნაირადაა. "მედლტონ"-ში აწარმოებენ ყველა სახის ირლანდიურ ვისკს, ამ სახარშში დამონტაჟბულია მსოფლიოში ყველაზე რთულად მოწყობილი დადისტილაციო დანადგარი, აქ "pot still"-ი შეერთებულია ორსვეტიან "patent still"-ის აპარატთან, ეს დანადგარები განკუთვნილია ძირითადად მარცვლოვანი ვისკის წარმოებისათვის, აღსანიშნავია რომ, ყველა სახის ვისკის გამოსახდელად ყევალ ტიპის აპარატს იყენებენ მხოლოდ სხვადასხვა თანმიმვდევრობით. "ბუშმილსი" "wash" გამოხდა ხდება სამჯერ "pot still"-ის აპარატში.

ხოლო "კულეის" გამოსახდელში გამოხდა ხდება ორჯერ, ისევე როგორც შოტლანდიაში, და სწორედ ამის გამოა რომ, ზოგს მიაჩნია ამ გამოსახდელ ქარხანაში წარმოებული ვისკი კარგავს თავის ხასიათს და ხარისხს. ვისკი ვარგდება მუხის კასრებში სამი წლის მანძილზე, სადაც ადრე ინახებოდა ბურბონი ან ჰერესი. ზოგჯერ კი იყენებენ იმ კასრებს სადაც პორტოს ავარგებდნენ. კუპაჟირების პროცესი მიმდინარეობს ისევევ როგორც შოტლანდიური ვისკისა, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ, სახეობების შერევა (ალაოს ან მარცვლეულის ვისკისა) ჩამოსხმამდე ვარგდება მუხის კასრებში მხოლოდ რამდენიმე დღე ან კვირა.

ირლანდიური ვისკის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის რომ, მასში არ იგრძნობა ტორფის გემო. და ის არის ძლიერ მსუბუქი და ელეგანტური სასმელი.