ირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმია
ირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმია (ინგლ. Provisional Irish Republican Army, PIRA) — ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იყო დიდი ბრიტანეთისაგან ჩრდილოეთ ირლანდიის სრული დამოუკიდებლობა.
დაარსდა 1969 წელს, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის დაშლის შედეგად. 1972 წელს გამოაცხადა დროებით ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც გაგრძელდა 26 ივნისიდან 9 ივლისამდე. ორგანიზაცია ჩართული იყო 1972-1998 წლების ოპერაციებსა და ტერაქტებში, რომელიც გაიმართა ჩრდილოეთ ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.
ოპერაციები
რედაქტირება- 27 ივნისი 1970 — ბრძოლა ბელფასტში.
- 11 აგვისტო 1970 — დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 პოლიციელი.
- 6 თებერვალი 1971— ბელფასტში გამართულ სროლებში დაიღუპა 1 და დაიჭრა 8 ბრიტანელი ჯარისკაცი, დაიღუპა რესპუბლიკური არმიის ერთი აქტივისტი[1]
- 21 აპრილი 1971 — ქალაქ ბალტიმორის პორტში ჩაძირეს დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემი "Stork"[2].
- 21 ივლისი 1972 — სისხლიანი პარასკევი. აფეთქებების შედეგად ბელფასტში დაიღუპა 2 ბრიტანელი ჯარისკაცი და 7 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 130 ადამიანი (მათ შორის 77 ქალი და ბავშვი)[3][4].
- 27 აგვისტო 1979 — თავდასხმა ქალაქ უორენპოინტთან. ორი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 18 და მძიმედ დაიჭრა 6 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე[5].
- 8 ნოემბერი 1987 — ენისკილენის ტერაქტის შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი და 10 მშვიდობიანი მოქალაქე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- CAIN (Conflict Archive Internet) Archive of IRA statements დაარქივებული 2011-08-02 საიტზე Wayback Machine.
- FAS Intelligence Resource Program – Irish Republican Army (IRA)
- Behind The Mask: The IRA & Sinn Fein PBS Frontline documentary on the subject.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Peter Taylor. Provos The IRA & Sinn Féin. Bloomsbury Publishing. 1997. pp. 89-91. ISBN 0-7475-3818-2.
- ↑ Royal Navy (Hydrographic Survey Launches) // HC debate 28 April 1971 vol 816 cc142-3W. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 1 ივლისი 2014.
- ↑ Bloody Friday
- ↑ List of Those Killed. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-26. ციტირების თარიღი: 2014-07-01.
- ↑ 1979: Soldiers die in Warrenpoint massacre // BBC: On this day