ირინე ტალიაშვილი
ირინე ტალიაშვილი (დ. 22 დეკემბერი, 1946, სოფ. ძველი ანაგა, სიღნაღის რაიონი) — ქართველი მწერალი, რეჟისორი, პოლიტიკოსი.
ირინე ტალიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 დეკემბერი, 1946 |
დაბადების ადგილი | ძველი ანაგა, სიღნაღის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
1969 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის მუსიკის, თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს კომიტეტში ასისტენტად, ხოლო შემდეგ — რეჟისორად 1985 წლამდე. მისი პირველი მოთხრობები გამოქვეყნდა 1974 წელს გაზეთებში: „ნორჩი ლენინელი“ და „ახალგაზრდა კომუნისტი“, ჟურნალებში: „დილა“ და „პიონერი“. მისი პირველი წიგნები: „ბავშვებს მარტოობის ეშინიათ“, „გალიაში იფთირია“, „აქილევსის დაბრუნება“ გამოვიდა 1982 წელს. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირინე ტალიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირინე ტალიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი