ირინა სკობცევა
ირინა კონსტანტინეს ასული სკობცევა (რუს. Ирина Константиновна Скобцева; დ. 22 აგვისტო, 1927, ტულა — 20 ოქტომბერი, 2020, მოსკოვი)[1] — საბჭოთა და რუსი მსახიობი, რსფსრ სახალხო არტისტი (1974). სერგეი ბონდარჩუკის მეუღლე.[2]
ირინა სკობცევა | |
---|---|
![]() 1966 წელს | |
დაბადების სახელი | ირინა კონსტანტინეს ასული სკობცევა |
დაბადების თარიღი |
22 აგვისტო, 1927 ტულა, რსფსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
20 ოქტომბერი, 2020 (93 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | მგუ |
საქმიანობა | მსახიობი, პედაგოგი |
აქტიური | 1955–2020 |
მეუღლე(ები) | სერგეი ბონდარჩუკი |
1952 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება, 1955 წელს — მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლა-სტუდია (ალექსანდრე კარევის სახელოსნო). 1956 წლიდან იყო კინომსახიობის თეატრ-სტუდიაში (დღ. თეატრისა და კინოს ცენტრი). კინოში თავისი კარიერა ლირიკული გმირის შესრულებით დაიწყო (დეზდემონა ფილმში „ოტელო“, 1955), შემდგომში გადავიდა მაღალი წრის ქალების როლების შესრულებაზე. მის ცივ მანერებში იგრძნობოდა ხისტი და მტკიცე ხასიათი. საუკეთესო როლებს შორისაა: შუროჩკა ნიკოლაევა («Совсем пропащий»), ირინა ტარნოპოლსკაია («Ты мой восторг, моё мученье…»), მეიჯი («Время и семья Конвей»), იუშკოვა (ტელეფილმი «Человек в проходном дворе»), გალინა ვასილის ასული (ტელეფილმი «Наследницы»). ქმნიდა ლირიკულ («Аннушка», «Серёжа», «Степь») და კომედიურ («Я шагаю по Москве», «Зигзаг удачи») სახეებს. 1970 წლიდან იყო რუსეთის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის პედაგოგი.[2]
ლიტერატურარედაქტირება
- Актеры советского кино. — Вып. 3 — М., 1967.
- Бауман Е. И. Скобцева. — М., 1976.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ირინა სკობცევა
- ირინა სკობცევა — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ირინა სკობცევა — AllMovie
სქოლიორედაქტირება
- ↑ Умерла актриса Ирина Скобцева. «Риа Новости». ria.ru (2020-10-20). ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2020.
- ↑ 2.0 2.1 Шпагин А. В. СКОБЦЕВА // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 355–356.