ირანის მიწისქვეშა წყალმომარაგების სისტემა

ირანის მიწისქვეშა წყალმომარაგების სისტემა, ქანატი, კიარიზი — წყალმომარაგების ტრადიციული სისტემა ირანში. XX საუკუნის შუა წლებისათვის ირანში ფიქსირდებოდა 50 000 ქანატი. 2015 წელს მათი რაოდენობა 37 000-მდე შემცირდა.

ირანის მიწისქვეშა წყალმომარაგების სისტემა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2016  (40-ე სესია)
ნომერი 1506
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1506
ინგლ.რუს.ფრ.

სპარსული მიწისქვეშა წყალმომარაგების სისტემის, ქანატის, ყველაზე ძველი და გრძელი სახეობა მდებარეობს ქალაქ გონაბადში, იგი უკვე 2 700 წლია უზრუნველყოფს ადამიანების წყლით მომარაგებას. მისი სიგრძეა 45 კმ. ხოლო გაყვანილია 360 მეტრის სიღრმეში. გონაბადის ქანატი ასევე ცნობილია ქეი-ხოსოროვის კიარიზის სახელითაც და აგებულია ძვ. წ. 700-500 წლებში. გონაბადის ქანატი შედგება 427 ჭაბურღილისაგან.

გონაბადის ქანატი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია 2007 წლიდან, 2016 წლის 15 ივლისს კი სიაში შეიტანეს „სპარსული ქანატის“ სახელწოდებით[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება