ირაკლი ქარსელაძე
ირაკლი ქარსელაძე (დ. 28 თებერვალი, 1978) — ქართველი პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან.
ირაკლი ქარსელაძე | |
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 22 თებერვალი, 2021 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძე |
წინამორბედი | მაია ცქიტიშვილი |
დაბადებული | 28 თებერვალი, 1978 |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ეკონომისტი |
1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. 2012 წლიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. 2014 წლიდან, მუშაობდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. 2018 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირაკლი ქარსელაძე — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
- ირაკლი ქარსელაძე — საქართველოს მთავრობის საიტი
- ირაკლი ქარსელაძე[დაარქივებული] — საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საიტი