ირაკლი ჟორდანია (დ. 17 სექტემბერი, 1931, თბილისი — გ. 29 აპრილი, 2018) — ქართველი მეტალურგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1955 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი. 1955–1976 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ინჟინერ-მკვლევარი, მუშა, ოსტატი, ცვლის უფროსი, საამქროს უფროსი, ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი; 1976–1984 საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის მეცნიერებისა და ტექნიკის განყოფილების უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე; 1977–1989 საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; 1985–1996 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლითონთა წნევით დამუშავების კათედრის პროფესორი; 1989–2018 საქართველოს მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტში ლითონების უწყვეტი ჩამოსხმის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დირექციის კონსულტანტი; 1990 წელს — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა პირველი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში; 1990–1993 საქართველოს მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრი; 1996–2002 საქართველოს ჰოლდინგური კომპანია „საქსამთომეტალურგის“ პრეზიდენტი; 1997–2005 რუსთავის მეტალურგიული კომბინატის გენერალური დირექტორი; 2006 წლიდან 2018 წლამდე საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 103 სამეცნიერო სტატიისა და 14 მონოგრაფიის ავტორია.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ახალი მეტალურგიული პროცესები“, დაიცვა 1984 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება