ირაკლი კირცხალია (დ. 2 ივლისი, 1989) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2023 წლიდან.

ირაკლი კირცხალია
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1989 (1989-07-02) (34 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1989 წლის 2 ივლისს. 2009 წელს დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა (ბიზნესის ადმინისტრირება). 2010 წელს ამერიკის ჰუმანიტარული ინსტიტუტი (ბიზნესის ადმინისტრირება). 2015 წელს ბალტიის საერთაშორისო აკადემია (ბიზნესის ადმინისტრირება). 2018 წელს მერიმაუნტი კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი). 2012-2023 წლებში შპს „ეპიკ დეველოპმენტის“ დირექტორი

2023 წლის 4 აპრილიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება