ირაკლი კენჭოშვილი

ირაკლი კენჭოშვილი (დ. 29 ოქტომბერი, 1936, ქუთაისი) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი.

ირაკლი კენჭოშვილი
დაბადების თარიღი 29 ოქტომბერი, 1936 (1936-10-29) (87 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1960 წელს დაამთავრა სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის) დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება