ირაკლი ედილაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ედილაშვილი.

ირაკლი ლევანის ძე ედილაშვილი (დ. 10 ივლისი, 1935, თბილისი — გ. 27 ოქტომბერი, 2007, იქვე) — ქართველი ქიმიკოსი. ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1987).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტი. 1958-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობქიმიის ლაბორატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1987 წლიდან იყო ლაბორატორიის გამგე. მცენარეთა დაცვის ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა პრეპარატი „კეიმი" სოფლის მეურნეობის მავნებლებთან საბრძოლველად, რისთვისაც მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს სიგელი და პრემია. ედილაშვილის კვლევის ძირითადი მიმართულება იყო ნავთობის ზეთების ფოტოქიმიური ჟანგვის ეფექტური ინჰიბიტორების გამოვლენა.

ლიტერატურა

რედაქტირება