ირაკლი ფარნაოზის ძე დუღაშვილი (დ. 27 ივლისი, 1957, ქ. ოზურგეთი) — ქართველი სახელმწიფო მოხელე, უშიშროების გენერალ-მაიორი (2000).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი (1979), საქართველოს ეკონომიკური აღორძინების კავშირის თბილისის ბიზნესის ინსტიტუტი (1995), საქართველოს დიპლომატიური აკადემია (1998). 1985-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტში, შემდეგ საქართველოს კონტროლის პალატაში, თავდაცვის, სამართალდამცავ ორგანოთა და დიპლომატიურ დაწესებულებათა კონტროლის დეპარტამენტის უფროსად, 1996-1998 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, 1998-2001 წლებში — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე, შემდეგ გარკვეული პერიოდი იყო საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება