ირაკლი გელენავა
ირაკლი გელენავა (დ. 4 ივლისი, 1973, გალი — გ. 19 თებერვალი, 2022) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი და პუბლიცისტი.
ირაკლი გელენავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 ივლისი, 1973 |
დაბ. ადგილი | გალი, საქართველოს სსრ, სსრკ[1] |
გარდ. თარიღი | 19 თებერვალი, 2022[1] (48 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი |
ალმა-მატერი | სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია |
1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალიალი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, ისტორიის სპეციალობით, მაგისტრის ხარისხით; 2004 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი დოქტორის ხარისხით; საგანმანათლებლო სფეროს ტრენერის მოსამზადებელი კურსი (2007-2008).
1990-1991 წლებში მუშაობდა ქ. გალის მრავალდარგოვან პროფ-ტექნიკურ სასწავლებელში შრომის მასწავლებლად; 1998-2005 წლებში სამეცნიერო-შემოქმედებით გაერთიანება „ცხუმის“ სწავლულ მდივნად; 2005-2006 წლებში იყო წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის დოცენტი; 2005-2006 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის ასოცირებულ პროფესორად; 2005–2020 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2000-2021 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ჯილდოები
რედაქტირება- 2015 : გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2020 ISBN 9789941831232
- კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები, თბ., 2019 ISBN 9789941258930
- VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში, თბ., 2018 ISBN 9789941259548
- ქართული პერიოდული პრესის მასალები 1900-1921 წწ. : (აფხაზეთი - რელიგია, განათლება, კულტურა), თბ., 2014 ISBN 9789941108464
- რუსიფიკატორული პოლიტიკა და ეთნოლიგვისტური ვითარება აფხაზეთში XIX-XXI ს.ს., თბ., 2011 ISBN 9789941173301
- აფხაზეთის კულტურული ცხოვრების ისტორიიდან (1917-1921 წწ.), თბ., 2003 ISBN 9994020374