ირაკლი ბერიძე
ირაკლი ბერიძე (დ. 1954) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1978 წელს დაამთავრა კალინინის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1978–1982 წლებში იყო ქ.ჩერეპოვეცის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგი. 1982–1984 წლებში ლენინგრადის სან. ჰიგიენის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1985–1996 წლებში თბილისის ეგ. ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი. 1996 წლიდან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 27 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ღვიძლის და პანკრეასის ქირურგიული პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
1996 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მუცლის ღრუს ექინოკოკოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 38