იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა
იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს საბურთალოს რაიონში (საბურთალო); არჩილ სულაკაურისა და ალექსანდრე ქუთათელის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. ადრე ალვანის ქუჩა ერქვა. 1925–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია საბურთალოს ახალი ქუჩების სიაში. 30-იან წლებში წითელი პარტიზანების ქუჩა დაერქვა. 1991 წელს იპოლიტე ხვიჩიას სახელი ეწოდა.
იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი |
წინა სახელები | ალვანის ქუჩა, წითელი პარტიზანების ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 209–210, ISBN 978-99928-20-35-3.