იოჰან VI (ანჰალტ-ცერბსტის მთავარი)
იოჰან VI ფონ ანჰალტ-ცერბსტი (გერმ. Johann VI. von Anhalt-Zerbst) — ანჰალტ-ცერბსტის მთავარი ასკანიების დინასტიიდან.
იოჰან VI ფონ ანჰალტ-ცერბსტი | |
---|---|
Johann VI. von Anhalt-Zerbst | |
ანჰალტ-ცერბსტის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1621 |
მმართ. დასასრული: | 1667 |
წინამორბედი: | რუდოლფ ფონ ანჰალტ-ცერბსტი |
მემკვიდრე: | კარლ ვილჰელმ ფონ ანჰალტ-ცერბსტი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 მარტი 1621 |
დაბ. ადგილი: | ცერბსტი |
გარდ. თარიღი: | 4 ივლისი 1667 |
გარდ. ადგილი: | ცერბსტი |
მეუღლე: | სოფია ავგუსტა ჰოლშტაინ-გოტორპელი |
შვილები: |
კარლ ვილჰელმი ანტონი იოჰან ადოლფი იოჰან ლუდვიგ I სოფია ავგუსტა |
დინასტია: | ასკანიები |
მამა: | რუდოლფ ფონ ანჰალტ-ცერბსტი |
დედა: | მაგდალენა ფონ ოლდენბურგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიოჰანი იყო მთავარ რუდოლფისა და მისი მეორე მეუღლის, მაგდალენა ოლდენბურგის, გრაფ იოჰან XVI ფონ ოლდენბურგის ქალიშვილის ერთადერთი ვაჟი. ის დაბადებიდან მალევე გახდა ტახტის მემკვიდრე და მთავარ ავგუსტ ფონ ანჰალტ-პლოცკაუს მეურვეობის ქვეშ იყო.
ოცდაათწლიანი ომის დროს იოჰანი იმყოფებოდა ცერბსტში, კოსვიგსა და უიტენბერგში. 1633 წლიდან ის სწავლობდა თავისი ბიძის ანტონ გიუნტერ ფონ ოლდენბურგის სასახლის კარზე. ბარბის გრაფების გაქრობის შემდეგ იოჰანმა შეიძინა მიულინგენი, შემდეგ ვალტერნინბურგი, დორნბურგი და მეკერნი.
იოჰანი გარდაიცვალა 46 წლის ასაკში.
ოჯახი
რედაქტირება1659 წლის 16 სექტემბერს ჰოტორპის სასახლეში, იოჰანი დაქორწინდა სოფია ავგუსტა ფონ შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ჰოტორპიზე, ჰერცოგ ფრიდრიხ ჰოლშტაინ-ჰოტორპის ქალიშვილზე. ამ ქორწინებიდან დაიბადნენ:
- იოჰან ფრიდრიხი (1650—1651)
- გეორგი (1651—1652)
- კარლ ვილჰელმი (1652—1718), ანჰალტ-ცერბსტის მთავარი, დაქორწინდა პრინცესა სოფია ფონ საქსენ-ვაიზენფელზე (1654—1724)
- ანტონი (1653—1714), დაქორწინდა ავგუსტა ანტონია მარშალ ფონ ბიბერშტაინზე (1659—1736)
- იოჰან ადოლფი (1654—1726)
- იოჰან ლუდვიგ I (1656—1704), ანჰალტ-ცერბსტ დონბურგის მთავარი, დაქორწინდა კრისტინა ელეონორა ფონ ცაიჩზე (1666—1669)
- იოახიმ ერნსტი (1657—1658)
- მაგდალენა სოფია (1658—1659)
- ფრიდრიხი (1660)
- ჰედვიგა მარია ელეონორა (1662)
- სოფია ავგუსტა (1663—1694), დაქორწინდა ჰერცოგ იოჰან ერნსტ III საქსენ-ვაიმარის ჰერცოგზე (1664—1707)
- ალბრეხტი (1665)
- ავგუსტი (1666—1667)
ლიტერატურა
რედაქტირება- Ferdinand Siebigk: Johann, Fürst von Anhalt-Zerbst. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 14, Duncker & Humblot, Leipzig 1881, S. 117 f.