იოჰან ვილჰელმი (იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგი)
იოჰან ვილჰელმი (გერმ. Johann Wilhelm von Kleve, ნიდერლ. Johan Willem van Kleef; დ. 29 მაისი, 1562 — გ. 25 მარტი, 1609) — კლევის, ბერგისა და იულიხის ჰერცოგი, მარკისა და რავენსბერგის გრაფი და რავენშტაინის სენიორი 1592 წლიდან. იოჰანი იყო ჰერცოგ ვილჰელმ IV ფონ კლევისა და მისი მეუღლის, ავსტრიის ერცჰერცოგინიის, მარია ჰაბსბურგის შვილი. თავისი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებათავიდან იოჰანი კათოლიკე იყო, ხოლო როცა მამას გამოეყო, გერმანიის პროტესტანტთა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.
1571-1574 წლებში იყო მიუნსტერის საეპისკოპოსოს კოადიუტორი, 1574—1585 წლებში კი მიუნსტერის ეპისკოპოსი (რიგით 59-ე).
იოჰანს კონფლიქტი ჰქონდა მამამისთან განსხვავებული აღმსარებლობის გამო, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ, 1592 წელს, როგორც მისი ერთადერთი შვილი, მამის სამფლობელოების მემკვიდრე გახდა.
სიკვდილის წინ იოჰან ვილჰელმის სულიერი მდგომარეობა გაუარესდა. ის შეშლილად სცნეს და პრაქტიკულად განარიდეს სამთავროს სამმართველო საქმეებისგან.
მის სამფლობელოებზე თავიანთი უფლებები მოითხოვეს ჰოჰენცოლერნებმა და ვიტელსბახებმა, იოჰანის დის ქმრებმა. უშვილო ჰერცოგის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო იულიხის მემკვიდრეობისათვის ომი, რომელიც ტერიტორიის გაყოფის ხელშეკრულებით დამთავრდა (1614 წელს). ჰოჰენცოლერნებმა მიიღეს კლევი, მარკი და რავენსბერგი, ხოლო ვიტელსბახებმა — იულიხი და ბერგი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Olaf Richter, Die jülich-bergischen Räte und der Erbfolgestreit, in: Der Jülich-Klevische Erbstreit. Seine Voraussetzungen und Folgen. Vortragsband, hg. von Manfred Groten, Clemens von Looz-Corswarem und Wilfried Reininghaus, Düsseldorf 2011, S. 111-136 (= Publikationen der Gesellschaft für Rheinische Geschichtskunde, Vorträge 36; Veröffentlichungen der Historischen Kommission für Westfalen, NF 1; Veröffentlichungen des Arbeitskreises Niederrheinischer Kommunalarchivare).
- Sabine Graumann: "So ist die Haubtesblödigkeit nit besser", Medizinische Consilia für Herzog Johann Wilhelm von Jülich-Kleve-Berg (1562-1609), in Hildener Museumshefte 5 (1993) S. 83-107.
- H.C. Erik Midelfort: Mad Princes of Renaissance Germany. University Press of Virginia 1994 ISBN 0-8139-1501-5; deutsche Übersetzung von Peter E. Mayer unter dem Titel "Verrückte Hoheit. Wahn und Kummer in deutschen Herrscherhäusern", Stuttgart 1996, S. 138-170, ISBN 3-608-91236-3.
- Rolf-Achim Mostert: Wirich von Daun Graf zu Falkenstein (1542–1598) – ein Reichsgraf und bergischer Landstand im Spannungsgefüge von Machtpolitik und Konfession, Diss. Düsseldorf: Heinrich-Heine-Universität, 1997.
- Rolf-Achim Mostert: Der jülich-klevische Regiments- und Erbfolgestreit – ein Vorspiel zum Dreißigjährigen Krieg. In: Stefan Ehrenpreis (Hrsg.): Der Dreißigjährige Krieg im Herzogtum Berg und seinen Nachbarregionen, Neustadt/Aisch 2002, S. 26–64, ISBN 3-87707-581-9
- Stieve: Zur Geschichte der Herzogin Jakobe von Jülich (Zeitschrift des bergischen Geschichtsvereins XIII, 1 ff.)
- Stieve: Actenstücke und Regesten zur Geschichte der jülicher Lande (a. a. O. XVI, 1 ff.)
- A. Mörath: Beiträge zur Geschichte der rheinischen Linie des Fürstenhauses Schwarzenberg (a. a. O. XVI, 20f ff.)
- Beer von Lahr: Originaldenkwürdigkeiten eines Zeitgenossen am Hofe Johann Wilhelms III., Herzogs von Jülich. Düsseldorf 1834
- P. Ph. Wolf: Geschichte Maximilians I. (von Baiern) und seiner Zeit II, 514 Anm. 1
- Karl Wilhelm Bouterweck (Hg.), Die Regiments-Ordnung vom 11. December 1592, in: Zeitschrift des bergischen Geschichtsvereins II, 201 ff.