იოსებ ყორღანაშვილი
ყორღანაშვილი იოსებ — ერეკლე II-ის კარზე დაახლოებული პირი, ამილახვარი. ენერგიულად იღვწოდა სამეფო სახლის მეურნეობის გასამართავად. ჰქონდა სასახლე თბილისში და ბაღები კრწანისსა და ორთაჭალაში, საიდანაც დიდი შემოსავალი შემოდიოდა. გააშენა თუთის ხის პლანტაციები და დიდი მასშტაბით განავითარა მეაბრეშუმეობა. გაზარდა სამეფო შემოსავალი. ყორღანაშვილი ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას, დაკავშირებული იყო დასავლეთის (სტამბოლი) და აღმოსავლეთის (ინდოეთი) ვაჭრებთან და დიდი სიმდიდრეც დააგროვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 914, თბ., 2002.