იოსებ იმედაშვილის სახლ-მუზეუმი

სახლ-მუზეუმი საქართველოში

იოსებ იმედაშვილის სახლ-მუზეუმი — ისტორიული ძეგლი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის ცენტრში. სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1983 წელს.

სახლი ერთსართულიანია, აშენებულია აგურით. სახლში შესასვლელი აივნიდანაა. სახლში გვხვდება მწერის და საზოგადო მოღვაწის, იოსებ იმედაშვილის ჭედური პორტრეტი. ექსპოზიციაში ასევე გამოფენილია იოსებ იმედაშვილის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდის ამსახველი ფოტომასალა და მემორიალური ნივთები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26432