იოსებზილიხანიანი (S-1283)

იოსებზილიხანიანის ხელნაწერი — S-1283 კომპილაციის საფუძველზე შეკრული ქართული ხელნაწერი წიგნი XVI-XVII საუკუნეებიდან. დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში.

ერთ-ერთი მინიატიურა ხელნაწერიდან

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 120 ფურცელს, რომელთა ზომებია 21,5X15,5 სანტიმეტრი. ტექსტი ნაწერია მხედრული დამწერლობით, შავი მელნით; სათაურები და ტაეპების დასაწყისები შესრულებულია სინგურით. ხელნაწერი მდიდრულადაა მოხატული. ნუსხა შეიცავს თორმეტ მინიატიურას, რომელთაგან ზოგიერთს მცენარეული ან გეომეტრიული ორნამენტი დაუყვება. მინიატიურები, რომლებციც ადრეული ისფაჰანური სკოლისა და შირაზული მინიატიურის ნიმუშებტან ავლენს მსგავსებას, სხვა ხელნაწერიდანაა ამოჭრილი და ჩაკრულია ნუსხის უფრო დიდი ზომის თავისუფალ ფურცლებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 112-113