იორამ პავლიაშვილი

იორამ პავლიაშვილი (დ. 2 აგვისტო, 1913, ბოდბისხევი — გ. 9 აპრილი, 1989) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1965).

იორამ პავლიაშვილი
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1913 (1913-08-02) (111 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1931 წელს დაამთავრა თბილისის შრომის სკოლა ხოლო 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით.

სამუშაოდ დატოვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპოგრაფია-კარტოგრაფიის კეთედრაზე. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1945 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, შეთავსებით გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 1957 წელს დანიშნეს გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანად, ამ თანამდებობაზე თხუთმეტი წელი მუშაობდა. მის სადისერტაციო ნაშრომში გაშუქებულია ტაბაწყურის ტბის შესწავლილობის ისტორია, მისი აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება. დიდი ადგილი აქვს დათმობილი ტბის სამეურნეო ათვისებას. შესრულებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათში გაშუქებულია აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივი პირობები. 1955-1980 წლებში იყო გეოგრფიული საზოგადოების გორის ფილიალის თავმჯდომარე, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილე. დაჯილდოებული იყო სამამულო ომში მონაწილეობისათვის ორდენებითა და მედლებით; მიღებული აქვს სსრ კავშირის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო სიგელი (1977), საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს საპატიო სიგელები (1973, 1978, 1980, 1985).

ორგანიზაციის წევრი

რედაქტირება
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გორის ფილიალი, თავმჯდომარე (1955-1980)

ჯილდოები

რედაქტირება
  • სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003. გვ. 217-218

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება