იორამ გოჩაშვილი
იორამ გიორგის ძე გოჩაშვილი — XVII საუკუნის II ნახევრის ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი გოჩაშვილის ძე.
მონაწილეობა მიიღო ვახტანგ V-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და ირანის შაჰის მეშვეობით ცდილობდა ქართლში გამეფებას. ამისათვის ვახტანგმა შეიპყრო, თვალები დათხარა და მამულები ჩამოართვა (1665–1666).
ლიტერატურა
რედაქტირება- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
- ჯამბურია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 127.